"მოკლედ, გელით ბ-ნო ბიძინა" - ჩერგოლეიშვილის 5-პუნქტიანი შეთავაზება ივანიშვილს

"მოკლედ, გელით ბ-ნო ბიძინა" - ჩერგოლეიშვილის 5-პუნქტიანი შეთავაზება ივანიშვილს

ტელეკომპანია "ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი გადაცემაში მონაწილეობასთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებას პასუხობს.

"რუსთავი ორის გენერალურმა დირექტორმა ბიძინა ივანიშვილის ეგზოტიკურ შეთავაზებაზე უარი თქვა. რჩება ტაბულა.

ბუნებრივია, ჩვენ რომ ვიყოთ ნორმალურ ვითარებაში, მსგავსი ეგზოტიკა ჩვენთვისაც მიუღებელი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ არ ვართ ნორმალურ ვითარებაში.

შესაბამისად:

1. ჩვენ მზად ვართ შევუქმნათ ივანიშვილს ახალი ფორმატი - გამომდინარე იქიდან, რომ არსებულ ფორმატებში სათქმელის გამოხატვას შეუძლებლად მიიჩნევს.

2. ჩვენ მზად ვართ შევთავაზოთ "ნეიტრალური ტერიტორია" - რადგან ტაბულას ტერიტორია მისთვის დისკომფორტის შემქმნელია. ქირას გადავიხდით ჩვენ და არა ოლიგარქი.

3. რუსთავი ორის პასუხის შემდეგ, ბუნებრივია თანხმლები პირის საჭიროება (რომელსაც თავად მოდერატორს უწოდებენ) მთლიანად გამოირიცხა, მაგრამ თუ მარტო ვერ მოდის, მოიყვანოს და დაისვას გვერდით ვინც უნდა (თუნდაც, კალაძის რომელიმე მოჭიდავე).

4. ჩვენ მზად ვართ მიმოვიხილოთ მისი წერილი.

5. ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ მისი "რეპლიკები" "სიცრუის ტირაჟირებასთან" დაკავშირებით.

მოკლედ, გელით ბ-ნო ბიძინა.

შეგახსენებთ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, ტელეკომპანიებს "რუსთავი 2"-სა და "ტაბულას", აღნიშნული ტელეკომპანიების ჟურნალისტებთან პირდაპირ ეთერში მონაწილეობისთვის კონკრეტული პირობები შესთავაზა. ივანიშვილის შეთავაზებაზე უარი განაცხადა "რუსთავი 2"-მა.გვარამია ავრცელებს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს