ქართველი ფანების ტოპ-კომენტარები ფეისბუქიდან საქართველოს ნაკრების ისტორიულ მოგებაზე

ქართველი ფანების ტოპ-კომენტარები ფეისბუქიდან საქართველოს ნაკრების ისტორიულ მოგებაზე

7 ივნისს მადრიდის გარეუბან ხეტაფეში, "კოლისეუმ ალფონსო პერესზე" ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც ქართველთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა - დაამარცხა ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები!

გთავაზობთ კომენტარებს, რომლებსაც ამ ისტორიული გამარჯვების აღსანიშნავად ქართველი ფანები სოციალურ ქსელში წერდნენ:

"ტრიბუნები ხო დავადუმეთ?! მსაჯს ხომ მოვუსპეთ იმის იმედი რომ 10 წუთი რო დაამატა ისტორიაში პირველად მაინც რომ ვერ გაგვიტანეს?! იხარე ერო !!!

"გოლმა გვიკადრა როგორც იქნა"

"არიქა, კარში თერთმეტივე!"

"ესპანეთს შეშლია და შემთხვევით ბათუმში ჩასულან კონცერტზე, ესენი Maroon-5ები იყვნენ"

"მსაჯმა წელიწადის ყველა დრო დაამატა მაგრამ მაინც დავდეთ!"

"ძაან ბევრი მომივიდა დალევა, თუ მართლა მოვიგეთ?"

"ვისენტე დელ ბოსკეს ქართული სახელი და გვარი მოვიგონე. ვისენტე იგივე ბიკენტია და ბოსკე ესპანურად ტყეს ნიშნავს. ბიკენტი ტყეშელაშვილი!"

"ამბობდა კაცი სანატრელი მეოთხე წელიო და აჰა, ესპანეთი მივჯირყვნეთ"

"ყოჩაღ ბიჭებო ! კიდევ ბევრჯერ გაგვახარეთ !"

"- მოვიგეთ ფეოლა!

- გაგიჭირდებოდათ...."

"7 ივნისი უნდა გამოცხადეს ეროვნულ დღესასწაულად! ესპანეთზე გამარჯვების დღე"

"როგორაა ჩვენი საქმე, დღეიდან ვითხოვთ ფეხბურთის დეკრინიმინალიზაციას? გილოცავთ!"

საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვება, ფეხბურთის ფანებს შორის ყველაზე პოპულარულ იუმორისტულ ფეისბუქ-გვერდზე Troll Football-ზეც მოხვდა. გვერდს 725 ათასი "ლაიქერი" ჰყავს, საქართველოს ნაკრების შესახებ განთავსებულ იუმორისტულ ფოტოს კი 18 ათასამდე მოწონება და 3 ათასი გაზიარება აქვს: "მომენტი, როცა აანალიზებ, რომ ესპანეთი სახლში აგებს რეიტინგში 137-ე ადგილზე მყოფ საქართველოსთან" - ვკითხულობთ Troll Football-ის პოსტში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს