რას წერს მომღერალი ანი ღონღაძე ავარიაში მოყოლილ ფეხბურთელ მეუღლეზე

რას წერს მომღერალი ანი ღონღაძე ავარიაში მოყოლილ ფეხბურთელ მეუღლეზე

გუშინ, ლანჩხუთთან მომხდარი ავარიის შედეგად გორის "დილას"  ნახევარმცველმა 25 წლის გიორგი თექთურმანიძემ ძლიერი დაზიანებები მიიღო. ფეხბურთელი თავის ტვინის დაზიანებით ღუდუშაურის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. მეორე დღეა თექთურმანიძე კომატოზურ მდგომარეობაშია.

გორის "დილას" ნახევარმცველი მომღერალ ანი ღონღაძის მეუღლეა. ღონღაძე ქართველმა მსმენელმა მუსიკალური შოუებიდან გაიცნო, მოგვიანებით მან "ქუჩის ბიჭებთან" დუეტიც ჩაწერა. ანიმ და გიორგიმ 2015 წელს იქორწინეს.

რამდენიმე საათის წინ ანიმ "ფეისბუქის" პირად გვერდზე მეუღლის ფოტო გააზიარა და მისი ჯანმრთელობისთვის ლოცვა სთხოვა ახლობლებს: "გთხოვთ, ილოცეთ რომ დამიბრუნდეს" - წერს ანი პოსტში.

გიორგი თექთურმანიძე გორის "დილას" გარდა, სხვადასხვა დროს ცხინვალის "სპარტაკში", თბილისის "დინამოში", რუსთავის "მეტალურგსა" და თბილისის "ლოკომოტივში" თამაშობდა. იგი გამოდიოდა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც.

"ყველას აშორდება მოკრუხება და ღიპის დადება... არავინ არავის არ ღალატობს" - რატომ ემხრობა ნათია ფანჯიკიძე ქორწინების გაუქმებას

"ჰაერის გამოცვლა" ხალხმრავალ კურორტებზე წასვლის საფუძველი არ უნდა გახდეს" - ინფექციონისტი მშობლებს ურჩევს, პატარები სოფელში წაიყვანონ

"შეძლო დამოუკიდებელი სუნთქვა, კიდურების მოძრაობა, დაჯდომა" - ოჯახი ცოტნე გამსახურდიას მკურნალობის გაგრძელებას ევროპაში გეგმავს