"კარგი ამბავი გვაქვს თქვენთვის! ევა დიდი მონდომებით ცდილობს ფეხზე დადგომას"

"კარგი ამბავი გვაქვს თქვენთვის! ევა დიდი მონდომებით ცდილობს ფეხზე დადგომას"

გადაცემა "იღბლიანი ბორბალი" "ფეისბუქის" გვერდზე ევა ბარბაქაძესთან დაკავშირებით ახალ, პოზიტიურ ინფორმაციას ავრცელებს.

"ძალიან კარგი ამბავი გვაქვს თქვენთვის!  როგორც იცით, ევას ურთულესი ოპერაციები ჩაუტარდა, ახლა კი ხანგრძლივ რეაბილიტაციას გადის თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც ძალიან დიდი მონდომებით ცდილობს ფეხზე დადგომას.

ეს თითოეული ჩვენგანის და მისი მონდომების დამსახურებაა, ვუსურვებთ მას მალე გამოჯანმრთელებას, ფეხზე დადგომას და ცეკვას. დიდი მადლობა ყველას, ვინც ნებისმიერი ოდენობის თანხა მაინც გადარიცხა, უგულშემატკივრა, მხარში დაუდგა მას და ჩვენს უსაყვარლეს შორენას. ჩვენ ერთად ყველაფერი შეგვიძლია!

თუ გაქვთ სურვილი, კვლავ შეგიძლიათ გადარიცხოთ ნებისმიერი ოდენობის თანხა ევას დასახმარრებლად, ანგარიშებზე:

"მაგთის", "ჯეოსელის" და "ბილაინის" აბონენტებისთვის - 0901701100, ზარის ღირებულებაა 1 ლარი.

ბანკი რესპუბლიკა: GE39BR0000010929691997

საქართველოს ბანკი: GE57BG0000000642055200

TBC ბანკი: GE61TB7723536010100019 (GEL)

GE40TB1123536110100031 (USD)

მიმღები: შორენა ბეგაშვილი", - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი 25 აპრილს მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. ევა ბარბაქაძეს იაშვილის კლინიკაში რამდენიმე ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ ეტაპზე ის თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში რეაბილიტაციის კურსს გადის.

ასევე ნახეთ: სახლი, სადაც შორენა ბეგაშვილი ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს