"თუ კარებს დაგვიხურავენ, ისევ გაჩნდებიან "კრიმინალები", თუ "ლიცა კავკაზსკოი ნაციონალნოსტი"" - გოგი გვახარია ევროპელებს

"თუ კარებს დაგვიხურავენ, ისევ გაჩნდებიან "კრიმინალები", თუ "ლიცა კავკაზსკოი ნაციონალნოსტი"" - გოგი გვახარია ევროპელებს

კინომცოდნე გოგი გვახარია "ფეისბუქის" პირად გვერდზე საქართველოში მცხოვრებ ევროპელებს  პოსტით მიმართავს:

"აქ ვინც მუშაობს, ევროპელები, ვისაც უმუშავია, უცხოვრია... აქ რომ გული უჩუყდება ქართულ სიმღერაზე, "ასეთი კიტრი და პამიდორი, ასეთი ხილი არავის აქვს" (მომისმენია სწორედ გერმანელი მეგობრისგან), აქ რომ გვეუბნება, "რა საოცარია, მანქანა ღია დამრჩა და მთელი ღამე არავინ მიკარებია" ("კრიმინალები"), "როგორ აწყობთ აქციებს ისე, რომ არაფერი იმტვრევა - არც მაღაზიის ვიტრინები და არც მანქანები" ("კანონმორჩილები"), აქ რომ ჰყავს მეგობრები და ჩვენი გასაჭირი რომ კარგად იცის, ამ ხალხმაც რომ ერთი პეტიცია გააგზავნოს სადმე, რა მოხდება?... ან ეს ელჩები, სიყვარულს რომ გვეფიცებიან ოფიციალურ მიღებებზე, ვინ იცის უკეთ, რა უშველის ამ ქვეყანას, აქაურ ახალგაზრდობას.. და ვინ იცის უკეთ, რომ "კრიმინალები", თუ "ლიცა კავკაზსკოი ნაციონალნოსტი" წავიდნენ უკვე, წავიდნენ! და თუ კარებს დაგვიხურავენ, ისევ გაჩნდებიან და იმათ მიემატებათ მერე (ვიზებით!), ვინც ჰყავთ უკვე".

იხილეთ ასევე: "გერმანია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესს ბლოკავს" - რას წერს ევროპული პრესა

ევროკავშირის ელჩებმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის წინააღმდეგობის გამო დღესაც გადადეს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს