"ჩემი გული სავსეა გამარჯვების იმედით და თქვენი უზომოდ დიდი სიყვარულით" - გია მაისაშვილი

"ჩემი გული სავსეა გამარჯვების იმედით და თქვენი უზომოდ დიდი სიყვარულით" - გია მაისაშვილი

გია მასიაშვილი "ფეისბუქში" მორიგ პოსტს აქვეყნებს:

"უდიდესი მადლობა ამდენ სიყვარულით აღსავსე გულებს თქვენსას, რა ბედნიერია კაცი, რომელსაც ამდენი გულწრფელი ახლობელი ჰყავს. ათას კოცნას გიგზავნით ყველას. სიცოცხლე მწყურია ასმაგად უფრო, რადგან მსურს ლიდერთა სკოლის ახალი უთანამედროვესი სწავლება, რომელიც ბრიტანელების თხოვნით იქ უნდა განგვეხორციელებინა, გავაკეთოთ აქ და ხელმისაწვდომი გავხადო ყველა ქართველისთვის, ვისაც ექნება სურვილი, რათა უზრუნველვყოთ მათი წარმატება თანამედროვე ორგანიზაციაში. მეორე, დავიწყოთ საქველმოქმდო ფონდი სიმსივნესთან მებრძოლი ადამიანებისთვის, რომ მივცეთ ხმა მათ, ვისაც არა აქვს ხმა და თავის დაცვა არ შეუძლია დამოუკიდებლად. მთავარია თანაგრძნობა და განცდა იმისა, რომ მარტო არავინაა. სიკეთე და სიყვარული ბოლოს მაინც იმარჯვებს. თითოეულ ჩვენთაგანში. რამდენად მეტია სიკეთე და სიყვარული, ვიდრე ხანდახან დაუფიქრებელი ბოროტება, რომლითაც ერთმანეთს გულს ვატკენთ ხოლმე. ყველა პრობლემის საწყისი არა საკმარისი სიყვარულია და მისი დაძლევაც სიყვარულის გაზრდაშია. ჩვენ ყველა ერთმანეთს ვჭირდებით სიხარულშიც და განსაცდელშიც. ჩვენ ყველას გვჭირდევა ერთმანეთის შეგულიანება და წახალისება კეთილი საწყისის გასამარჯვებლად. ჩემი გული სავსეა გამარჯვების იმედით და თქვენი უზომოდ დიდი სიყვარულით. მადლობა სიცოცხლის კვლავაც აგრე რიგად შეყვარებისთვის. მააადლლობელიიი ვაარ...

სიცოცხლე გაიმარჯვებს!".

იხილეთ ასევე: გია მაისაშვილის მკურნალობის ხარჯების დასახმარებლად ანგარიში გაიხსნა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს