როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქში" ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე პროკურატურის განცხადებას

როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქში" ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე პროკურატურის განცხადებას

გამოძიების ინფორმაციით, ეროსი კიწმარიშვილი მიზანმიმართულად თვითმკვლელობამდე არავის არ მიუყვანია და არავის არ მოუკლავს, მან თავი მოიკლა, - ამის შესახებ დღეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. პროკურატურის განცხადებით, კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყდა. თემას "ფეისბუქში" ეხმაურებიან:

გია როინიშვილი:

ბოლთას ცემდა..... ორი დღეა ბოლთას ვცემ..... არ ვაპირებ თავის მოკვლას....... კიწმარიშვილი მოკლეს - დღეს გამიჩინა პროკურატურამ საფუძვლიანი ეჭვი! რუსთავი 2 დიდ საფრთხეშია!

ნუგზარ წიკლაური:

პროკურატურის ბრიფინგი კიწმარიშვილის ბოლთის ცემის ეკრანზე ჩვენებით, მობილურის და საფულის სახლში დატოვების ხაზგასმით და თვითმკვლელობის ვერსიის 200 000-იანი ვალით გამართლებით არის სრულიად უსუსური და დაუჯერებელი.

მკვლელობამდე ჩატარებულ ბრიფინგზე კიწმარიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ მისი სიცოცხლის შემთხვევაში ივანიშვილი რუსთავი 2 ვერ წაიღებდა.

კიწმარიშვილმა აგრეთვე მოუწოდა ივანიშვილს, ტელევიზიაზე პრეტენზიის გამოთქმამდე მისთვის ჩაეხედა თვალებში.

ახლა კიწმარიშვილი მკვდარია და ვეღარ გახდება დაბრკოლება ივანიშვილისთვის.

პროკურატურის დღევანდელი ბრიფინგით დადასტურდა ეჭვი, რომ გამოძიების მთავარი ამოცანა საქმის ჩაფარცხვა, მკვლელობის მიჩქმალვა იყო და არა სიმართლის დადგენა.

კიწმარიშვილის მკვლელობის საქმის შეწყვეტით პროკურატურამ გზა გაუხსნა რუსთავი 2-ზე ფინალურ თავდასხმას.

ჩვენ ბრძოლის მთავარი საგანი კი უახლოეს თვეებში რუსთავი 2 და თავისუფალი სიტყვის დაცვა იქნება.

ნინო ჯღარკავა:

აწი რაღა გეშველებათ ნაცებოო, საარჩევნოდ დებატებში ფრაზები, ბიძინამ მოკლა ეროსი კიწმარიშვილი, ვეღარ გამოგადგებათ, ახალი მოიფიქრეთ რამე, არ გაგიჭირდებათ თქვენი "ნიჭის" პატრონებს:))

გადავხედე მთავარ ნიუსებს და სტატუსებს და ხალხის ყიჟინამ გამაოგნა ვალების გამო არ მოიკლავდა კიწმარიშვილი თავსოო, კარგად და ყურადღებით მოისმინეთ ბრიფინგი, ნახეთ პროკურატურის საიტზე გამოქვეყნებული მასალები და მტკიცებულებები, არავის უთქვამს თავი ვალების გამო მოიკლაოო, უბრალოდ სხვა მტკიცებულებებთან ერთად შეისწავლეს მისი ფინანსური მდგომარეობაც და აღნიშნეს რომ სიკვდილამდე მისი ფინანსური მდგომარეობა იყო მძიმე! არავინ იცის რის გამო მოიკლა თავი, ეს იცის მხოლოდ იმ ადამიანმა ვინც დღეს ცოცხალი არაა! რაც გინდათ იწვალოთ, სხვა ვერსიებს ვერ შეთითხნით, სახეზე თვითმკვლელობაა და საქმის ძიებაც შეწყდა!

ნიკა გვარამია:

ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლაო, პროკურატურამ.

მიზეზი: რთული ეკონომიური მდგომარეობა: 312 ათასი დოლარი და 120 ათასი ლარი ვალი და დაიპოთეკებული ქონება.

ბევრს იცინებდა კაცი, უკიდურესად ტრაგიკული რომ არ იყოს ვითარება. სინამდვილეში, ეროსიმ არა და პროკურატურამ ამ ბრიფინგით ნამდვილად თავი მოიკლა.

p.s. თუ ჩემი მკვლელობაც ასე ახსნა პროკურატურამ, ღიად ვაცხადებ, რომ მე მეტი კრედიტი მაქვს და ყველაფერი ასევე დაიპოთეკებული, მაგრამ თავის მოკვლაზე ნამდვილად არ ვფიქრობ.

თამარ ჩერგოლეიშვილი:

რას ყვება ახლა პროკურატურა, ეროსი კიწმარიშვილს ფული არ ქონდა და თავი მოიკლაო?

პროკურატურას გონია, რომ მოუგვარა ბიძინას ეროსის მკვლელობის საქმე ხო?

მულტფილმი.

იარაღს რომ ყიდულობს, მაღაზიას ჩაწერილი არ აქვს?

ნანუკა ჟორჟოლიანი:

ბიძინა, გამოდი გიცანით.

ფულის გამო თავის მოკვლის ვერსია მარტო შენ მოგივიდოდა თავში აზრად. ერთადერთი მიზეზი რის გამოც ალბათ თავის მოკვლა შეუძლია. ფინანსური კრიზისი

ეკა ხერხეულიძე:

ძვირფასო პროკურატურა, ვინაიდან ფული არასდროს არ მქონდა, 2007 წელს მეც გავბედე და კრედიტით ვიყიდე ბინა. შევუდექი გრაფიკით განსაზღვრული თანხის პატიოსნად გადახდას.

სად იყო და სად არა "ქვეყანას უბედურებად თქვენ დაატყდით თავს. ლარი გაუფასურდა და ჩემი ხელფასიც ვეღარ ფარავდა სესხს. შემოსავალიც არ მქონდა,მხოლოდ ერთი წელია რაც ჩემი უფლებამოსილება სცნო პარლამენტმა, მაგრამ დაგროვილი დავალიანების დასაფარად, ბანკმა ბინა გადაიფორმა და შესაბამისად, ჩემი ახლანდელი ხელფასიც, ჩემგან დაუკითხავად, საურავების დასაფარად მიემართება.

მიუხედავად იმისა,რომ ხელფასიდან არცერთი თეთრი ჩემს მართვაში აღარ არსებობს, თავის მოკვლაზე კი არ ვფიქრობ, გაალმასებით ვიბრძვი თქვენნაირი მავნებლების მმართველობიდან ჩამოსაშორებლად.

იცოდეთ, მაინც!

გიორგი ხაბურძანია:

ფულის ვერსია ბიძინას საყვარელი ვერსიაა.

იხილეთ ასევე: პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყვიტა - ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს