"არც წმინდა გიორგის და არც ღმერთს არ ჭირდება ეგ სისხლით მორწყული მიდამო" - დეკანოზი თამაზ ლომიძე ლომისობაზე

"არც წმინდა გიორგის და არც ღმერთს არ ჭირდება ეგ სისხლით მორწყული მიდამო" - დეკანოზი თამაზ ლომიძე ლომისობაზე

ლომისობის დღესასწაულის შესახებ დეკანოზი თამაზ ლომიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს. მოძღვარი მრევლს ლომისობასთან დაკავშირებულ წარმართულ ტრადიციაზე რჩევას აძლევს:

"არაა ეს ქრისტიანული წესი! დღეს ლომისობაა - ლომისის წმინდა გიორგის სალოცავის დღესასწაული.

გილოცავთ, მაგრამ ცხოველების ეს სისხლიანი მსხვერპლშეწირვა არანაირად არაა ქრისტიანული წესი.

თუ გინდათ, რომ უფალმა მართლა შეიწიროს თქვენი შესაწირი, აიღეთ მაგ ცხვრების საფასური ან თვითონ ეგ ცხვრები და თქვენი სოფლის ღარიბ-ღატაკებს, ობლებს და გაჭირვებულებს აჩუქეთ. ეს იქნება ნამდვილი მსხვერპლი და მაგას შეიწირავს უფალი. არც წმინდა გიორგის და არც მითუმეტეს ღმერთს არ ჭირდება ეგ სისხლით მორწყული მიდამო და ცხვრის ხორცი.

არაა ეს ქრისტიანული წესი!", - წერს მოძღვარი.

იხილეთ 2016 წლის ლომისობის ფოტოები

წყარო: ფეისბუქ-გვერდი "მთიულეთი" და Elina ghambashidze production

იხილეთ ასევე: ლომისობის დღესასწაულზე დაშავებულ 80 ადამიანს მაშველების დახმარება დასჭირდა

"დღეს ჩემთვის საქართველოში ყველაზე პირსისხლიანი და წარმართული "დღესასწაულია" - თამარ ივერი

კადრზე შეჩერებული სისხლიანი ლომისობა და დედა სიდონიას გზა მონასტრისკენ

მსხვერპლშეწირვა ლომისობაზე - საეკლესიო, თუ საკულტო ტრადიცია? - "ასეთი ქრისტიანობით ღმერთს ვკლავთ სამსხვერპლოზე..."

ქართველების სისხლში გამჯდარი სისხლიანი ტრადიცია: ცხოველების მასობრივი ხოცვა რელიგიურ დღესასწაულებზე