"გირჩევთ ფული გადაახურდაოთ ჩრდილში" - რომან გოცირიძის იუმორისტული პოსტი ლარის კურსთან დაკავშირებით

"გირჩევთ ფული გადაახურდაოთ ჩრდილში" - რომან გოცირიძის იუმორისტული პოსტი ლარის კურსთან დაკავშირებით

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე ლარის ახალ კურსთან დაკავშირებით "ფეისბუქის" პირად გვერდზე სატირულ პოსტს აქვეყნებს.

"განცხადება!

მიმდინარე კვირის განმავლობაში ლარის კურსზე ძირითადად იმოქმედებს საგარეო და კოსმოსური ფაქტორები.

დღეს ამინდის ტემპერატურა აიწევს, ამიტომ ლარი დაიწევს!

გირჩევთ ფული გადაახურდაოთ ჩრდილში, დილით ადრე და საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ.

ეროვნული ბანკი, აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიასთან ერთად, მუდმივად აკვირდება მზის აქტივობას!

ჩვენ ვმუშაობთ ერთად!

ჩვენ გაგიყვანთ სწორ კურსზე!

ნდობა ჩვენი, ფული თქვენი!

საქართველოს მთავრობის ინფორმბიურო".

იხილეთ ასევე: რა მოუვიდა ლარს? - ექსპერტების და მთავრობის შეფასებები

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს