"ამ ხერხებით მოგებას სტასი არ იკადრებს" - რას წერს ანდრია გველესიანის მამა ბონდარენკოზე

"ამ ხერხებით მოგებას სტასი არ იკადრებს" - რას წერს ანდრია გველესიანის მამა ბონდარენკოზე

ტელეკომპანია "იმედის" მეგა შოუ "ცეკვავენ ვარსკვლავები" სრულდება. მთავარი პრიზისთვის ფინალში ანდრეა გველესიანი და სტანისლავ ბონდარეკო იბრძვიან.

მანამდე ჯანო იზორიას შოუდან გავარდას საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

მოგვიანებით კი, ანდრია გველესიანის მამამ "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი. კონკურსანტის მამა სტანისლავ ბოდნარენკოზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა:

"დასკვნები თქვენთვის მომინდვია.....ჩემი აზრით ამის გამოქვეყნება არის ბინძური თამაში და მიმართულია ანდრიას წინააღმდეგ. არა მგონია ეს სტასის მოფიქრებული იყოს. მინდა მჯეროდეს რომ სტასი ამას არ იკადრებდა. რადგან თუ რამის გაკეთება გინდა, მაშინ ეს უნდა გააკეთო გამარჯვების შემდეგ და არა ახლა. მიხარია რომ ანდრია არასდროს არ იკადრებს უღირსად გამარჯვებას. მან ოჯახის წევრებსაც კი აგვიკრძალა სმს ების გაშვება იმ მტივით რომ მინდა ხალხმა დამიმესიჯოსო და წინააღმდეგ შემთხვევაში არ მჭირდება გამარჯვებაო. თუმცა ბატონი ოქიტაშვილი გვაყვედრის რომ აწი აღარ განხორციელდება სტასის ჩანაფიქრი და არ გვაცალეთ ბატონოო....ეს ჩემო დავით შეგეძლო ფინალის მერე დაგეწერა. ქართველი ხალხი ბრძენია და მაგ არასწორ ,,ხოდებზე" სათანადო საქციელით გიპასუხებს. არავინაა წინააღმდეგი რომ სტასმა გაიმარჯვოს თუ ამას ხალხი გადაწყვეტს, მაგრამ ამ ხერხებით მოგებას სტასი არ იკადრებს და ნუ ჩაითრევ ამ ადამიანს ბინძურ თამაშში. და კიდევ, ანდრია ჯანო და სტასი საკმაოდ გულითად მეგობრებად ჩამოაყალიბა ამ პროექტმა და ვერცერთი მზაკვარი მათ მეგობრობას ვერ დაანგრევს!!!

ჩემ ანდრიას კი ვულოცავ დაბადების დღეს და მიხარია რომ უკვე გამარჯვებულია რადგან ღირსებას არასოდეს არაფერში გაცვლის!" - წერს დათო გველესიანი.

"ბილიკი გაწყდა, დაიწყო კოშმარი, გაუვალი ტყე... ვხედავდით დათვის ნაკვალევს... ყველაფერზე ფიქრობ..." - რა შეემთხვათ ქართველ მოგზაურებს ველოტურისას ხევსურეთში

"7 წელი ვიმუშავე ამ ჯიხურში, შვილივით შემიყვარეს, ზრუნავდნენ ჩემზე..." - სად მუშაობდა სტუდენობისას ზურა შევარდნაძე და რა გზა განვლო "გარდენიამდე"

"საუკეთესო გამოგვლიჯეს... ნაკრებში რომ გამოიძახეს, მაშინვე მახარა, ძალიან ბედნიერი იყო " - რას იხსენებს გიორგი შაქარაშვილის ახლობელი