"დილით ალიონზე ჩიტებსაც კი ვასწრებ გაღვიძებას... სასწაულების მჯერა" - ჯანო იზორიას ემოციური სამადლობელი პოსტი

"დილით ალიონზე ჩიტებსაც კი ვასწრებ გაღვიძებას... სასწაულების მჯერა" - ჯანო იზორიას ემოციური სამადლობელი პოსტი

მსახიობი ჯანო იზორია, რომელიც "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობდა და რომელსაც "სუხიშვილების" ფონდმა საჩუქრად ბინა გადასცა, "ფეისბუქის" პირად გვერდზე ემოციურ სამადლობელ პოსტს აქვეყნებს:

"არ ვიცი რა ვთქვა, როგორ გამოვხატო ეს ემოცია, სიხარული... არ ვიცი... ერთი ვიცი, რომ დილით ალიონზე ჩიტებსაც კი ვასწრებ გაღვიძებას :-) და დავბორიალობ ქუჩებში... სასწაულების მჯერა, ისე სულ მიგრძნობდა გული, ჯერ არ ჩამოურბენია იმ თეთრ რაშს, არა ის მე არ გამომეპარება :) სასწაულია, პირველ რიგში ამდენ ადამიანს უყვარდე, თან ეს ყველაფერი ცამდე ბედნიერს გხდიდეს და თან გაშინებდეს. არ ვიცი, კიდევ ერთხელ ვიტყვი: მინდა, უშველებელი მკლავები მქონდეს და ყველა ჩაგიკრათ გულში... თქვენ შეძელით ჩემთან ერთად გამარჯვება. ჩემი გულით სატარებელ წარმოუდგენელ ოცნებებშიც კი რომ ვერ წარმოვიდგენდი ლეგენდარულ სუხიშვილებთან თუნდაც წუთნახევარი სცენაზე ყოფნას. ამ ყველაფერმა იმოდენა რწმენა გააღვივა ჩემში, რომ მჯერა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, სასწაულების..... არ ვიცი, როგორ გითხრათ, ჩემო ნანუ & ილიკო, ჩემო არა, ჩვენო, მინდა ზღვისხელა მადლობა გადაგიხადოთ, მინდა ჯანმრთელობა, სიხარული გისურვოთ თქვენს მეგობარ სამშენებლო კომპანია "სვეტთან" ერთად. დიდ საქმეს აკეთებთ. სულ ვფიქრობდი, რა გასაოცარია ამდენ ადამიანს აჩუქო ბინა. როდესაც იუბილეზე გადაეცა მოცეკვავეებს, ემოციებისაგან გიჟს ვგავდი, მიხაროდა, ერში ხალხი ამაყად დადიოდა ამ სიკეთის კეთების შემდეგ და აღმოჩნდა ისე, რომ ერთ მშვენიერ დღეს მეც აღმოვჩნდი ამ უდიდესი სიკეთის წევრი. თქვენ ჩემი ცხოვრება უფრო მიზანსწრაფული, უფრო შრომისმოყვარე და იმედიანი გახადეთ. გენაცვალეთ გულში ყველას, ჩემს გულშემატკივრებს, რომლებიც ზღვიდან მთამდე გამაჩნია, მიყვარხართ........ ძალიან დიდი მადლობა მადლობა სრულიად საქართველოს......", - წერს იზორია.

იხილეთ ასევე: ჯანო იზორიას თბილისში ბინა აჩუქეს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს