"თბილისის აფთიაქები ჯოჯოხეთის ჯოჯოხეთია!" - რას აპროტესტებს გოგი გვახარია

"თბილისის აფთიაქები ჯოჯოხეთის ჯოჯოხეთია!" - რას აპროტესტებს გოგი გვახარია

კინომცოდნე გოგი გვახარია "ფეისბუქის" პირად გვერდზე თბილისის აფთიაქებში არსებულ ვითარებას აპროტესტებს:

"აფთიაქი არის ჯოჯოხეთის უჯრედი მთელ მსოფლიოში. ყველგან, ყველა ქვეყანაში გიწევს საათობით დგომა რიგში და იმის ყურება, თუ როგორ უხსნიან დეტალებს საწყალი ფარმაცევტები მომხმარებელს, რომელიც, თავის მხრივ, არ ჩერდება თავისი კითხვებით.

მაგრამ თბილისის აფთიაქები მაინც ჯოჯოხეთის ჯოჯოხეთია. დახლთან დგას მინიმუმ 5 გოგო, ხალათებში. აქედან გემსახურება ან ერთი, ან მეორე. დანარჩენი ("ასისტენტი") შეგცქერის ცივი თვალებით და რას აკეთებს გაურკვეველია... ამდენი ლოდინის შემდეგ ის წამალი თუ აღმოაჩნდათ რომელსაც ეძებ, იწყება მეორე სერია - ლოდინი, როდის მიაგნებს შენს წამალს... აქ ფარმაცევტი, რომელიც გემსახურება უძახის მეორე ფარმაცევტს "თინიკო, ვერ ვპოულობ ამას და დამეხამრე რა"... ისევ იწელება დრო (გადაცემა მეწყება).

დანარჩენი 3 ასისტენტი ისევ ცივი თვალებით შეგცქერის.

ყველაფერი მთავრდება ლირიკული ფრაზით "ჯანმრთელობას გისურვებთ!".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს