"ჰარიპოტერა მანანა", "პუტინა გურამა" და სხვა ძალიან სახალისო კახური მეტსახელები აკა სინჯიკაშვილისგან

"ჰარიპოტერა მანანა", "პუტინა გურამა" და სხვა ძალიან სახალისო კახური მეტსახელები აკა სინჯიკაშვილისგან

სთენდაფერი და "ღამის შოუ სტუდიის" სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელებში არამხოლოდ იმითაა ცნობილი, რომ გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად სოციალურ კამპანიებს უკეთებს ორგანიზებას, არამედ სახალისო და იუმორისტული ფრაზების ავტორ-შემგროვებელიცაა. ამჯერად, ფეისბუქის პირად გვერდზე ფეისბუქ-საზოგადოებას სასაცილო კახურ მეტსახელებს უზიარებს:

"ჰარიპოტერა მანანა" - დედამთილს ეჩხუბა და შუბლზე ელვასავით შრამი დარჩა

"პუტინა გურამა" - ღამე მინდორში ჩადის და თავის ნაკვეთის საზღვარს სწევს ჩუმად

"რბილი სოსო" - ქორწილის ღამეს ძაან დათვრა და მოეჭრა ცოლთან თავი

"შაშიპუსტა" - ტყუპები არიან და ერთ-ერთი ჭორფლიანია

"ტრაინიკი ქეთო" - წნორელი ბოზი მრავალფეროვანი მომსახურებით

"წამყვანი ერეკლე" - ძაან ხმამაღლა ლაპარაკობს

"შატაბუტა ერეკლე" - სიტყვა ბატიბუტის ვერ ამბობს

"ვაისროი ზურია" - ნევროზი აქვს სახლშია სულ და აღარ გამოდის

"ფანტანა მზია" - ლაპარაკის დროს იფურთხება

"კუნძულა ავთო" - მელოტია და შუაში პატარა თმა აქვს შერჩენილი შავად

" დალნი ციცო" - სოფლის ჭორიკანა ქალია და ძაან შორს ხედავს ყველაფერს

"ირინიჩი" - ცოლი აშინებს ძალიან...

წაიკითხეთ: "გუშინ დავკალი ქალბატონო, რას ქვია ინძრევა?!" - სუპერსახალისო საახალწლო შეძახილები

კიდევ რამდენიმე მეტსახელი აკა სინჯიკაშვილის არქივიდან:

"ცოტა გივია" - მარცხენა ხელი და ფეხი არა აქვს

"მლაშე ვანო" - ხუთჯერ იხრჩობოდა ზღვაში

"ტყუილად დალი" - სამჯერ გათხოვდა და შვილი არ ეყოლა

"ორხელა გოგია" - იმ სოფელში კიდევ ერთი გოგიაა, ცალი ხელი აქვს და იმას ვერ გაუბედეს ცალხელას დარქმევა

" ჩაპლინა" - ყრუ-მუნჯია დაბადებიდან

"ჩარიდუ" - მარცხენა ხელზე ოთხი თითი აქვს, მარჯვენაზე - ორი

"ტურისტი მახოია" - ზურგზე კუზი აქვს და თითქოს ზურგჩანთა აქვს მოკიდებული

"უკარება თენგო" - ორჯერ დაეცა მეხი და გადარჩა

"მთელი ლიზიკო" - 80 წლის შინაბერაა

"არკა გია" - წინა ორი კბილი არა აქვს

წაიკითხეთ: "რა ყვავილები, კბილი ჩაუსვი შეჩემა" - "ნახალოვკელი ბიჭების" სარვამარტო ფრაზები

"ჩემი ხშირი მოგზაურობისა და დაკვირვების შედეგად დავასკვენი, რომ მეტსახელების ეპიცენტრი კახეთია. სახელებს არქმევენ ყველაფრის მიხედვით - ფიზიკური ნაკლიდან დაწყებული, ცხოვრების წესით დამთავრებული. მეტსახელების დარქმევაში კახელებს არც იმერლები და გურულები ჩამოუვარდებიან... რაც მეტი პოზიტივი იქნება ქვეყანაში, მით უკეთესი ჩვენთვის. ეს სტატუსიც პოზიტივის მოსაჭარბებლად დავწერე" - ამბობს "კვირის პალიტრასთან" ერთ-ერთ ინტერვიუში აკა სინჯიკაშვილი.

"ღარიბია სამყარო რეზო გაბრიაძის გარეშე" - რას წერს კახა კალაძე გარდაცვლილი რეჟისორის შესახებ

"პირველი დაბადების დღე უშენოდ და აი ასე დაამთხვიე 40" - ირინკა კავსაძის ემოციური პოსტი ბაბუაზე, რომელიც დღეს 86 წლის გახდებოდა

სალომე ზურაბიშვილი ქალიშვილთან და შვილიშვილთან ერთად - ფოტო პრეზიდენტის "ფეისბუქიდან"