"კარს ეტყობოდა ჩამოსმული ქონიანი 5 თითი! ეს იყო წყევლა" - რა ისტორიას იხსენებს ლანა პაპიძე დის განაჩენის შემდეგ

"კარს ეტყობოდა ჩამოსმული ქონიანი 5 თითი! ეს იყო წყევლა" - რა ისტორიას იხსენებს ლანა პაპიძე დის განაჩენის შემდეგ

მეუღლისა და შვილის მკვლელობისთვის გასამართლებული მაგდა პაპიძის და, ლანა პაპიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე დის განაჩენს ეხმაურება და 2015 წლის ნოემბერში მომხდარ ფაქტს იხსენებს:

"მინდა გითხრათ, თქვენ, ვისაც ფაქტობრივად კლავიატურაზე გძინავთ და კომენტარებში ერთმანეთს ასწრებთ... ფაქტობრივად არც ერთი დღე არ ჩაგიგდიათ ჩემი მაგდას განკითხვისთვის... მინდა ზუსტად თქვენ მოგმართოთ, სანამ საკუთარ ოჯახებზე და თავებზე არ გამოცდით ამ უბედურებას, უბედურებას, რომელსაც ქვია 5 წლის დის შვილის დამარხვა... სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდით, რა შეგრძნებაა, როცა დას გიწამებენ და შენ ვერაფერს შველი... სანამ თქვენს ოჯახებზე არ გამოცდით, რა სიმწარეა, როცა შენი ხელებით გაზრდილ 5 წლის დიშვილს მიწას მიაბარებ და დას გიწირავენ... როცა შენი სიმართლე ნულის ფასია და როცა შავზე თეთრი ძაფით კერავენ... როცა ამ ანალოგიურ ტკივილს გამოცდით, მერე მიხვდებით ლანა პაპიძე რატომ ღრიალებს ცხოველივით... როცა 5 წლის ჩემი ხელებით გამოზრდილ თოკოზე პროკურორი ლეკვს დაუძახებს და ლეკვად მოიხსენიებს, მაშინ, როცა ბავშვის ცხედარი არ იყო ჯერ გაციებული და ბავშვს ცხოველივით დავტიროდი, პროკურორი ცინიკურად ლეკვს ეძახის... როცა ამ ყველაფერს გამოცდით საკუთარ ოჯახზე, მერე მიხვდებით, ლანა პაპიძე რატომ ღრიალებდა... რატომ იყო დასაბმელი ვერდიქტის ღამეს! მე ჩემი მაგდას უბედურებას წყევლას მივაწერ! წყევლას, რომელიც მაგდაზე იყო და სისრულეში მოვიდა კიდეც....

გავიხსენებ 2015 წლის ნოემბერს, როცა ჩემ დასთან მივედით მე და ჩემი ლიზი... თოკო და ლილი სახლში იყვნენ. მაგდას ოთახის კარი რომ გავაღე, ბოლომდე შევაღე რკინის კარი, ვინაიდან ლიზის დასვრილი ქონდა ფეხსაცმელი ტალახით და შესასვლელშივე ჩავიმუხლე, ბავშვზე ფეხსაცმელი რომ გამეხადა, ლიზიზე, რომ გავხადე და წამოვდექი პირდაპირ თვალებით შევასკდი ღია კარს, რომელზეც გარედან ნათლად ეტყობოდა ჩამოსმული ქონიანი 5 თითი... იმდენად აშკარა იყო, მაგდა მოვიყვანე კარებთან და ეს რა უსვია კარებს-თქო, ჯერ გაჩერდა მერე მე ვუსუნე და ქონის სუნი ასდიოდა... მაგდამ აზრზე არ ვარ, ეს რა არისო და გარედან გაწმინდა კარი, გონებაში ჩამრჩა ეს ჩამოსმული ქონიანი თითები... დღემდე დარწმუნებული ვარ, ეს იყო წყევლა მაგდას კარზე გაკეთებული... დარწმუნებული ვარ, მაგდა რომ მოეკლათ, ისე დავმარხავდით ჩემ საწყალ მაგდას, არც არავინ გამოიძიებდა მაგდას ამბავს.... უცნაურია 2 საათში გამოტანილი ვერდიქტი.... ასე ნაჩქარევად დადებული გადაწყვეტილება... მაგრამ მარტო იმიტომ ვარ მადლობელი ღმერთის, რომ მაგდა ცოცხალია და ყველა დაღმართს მოყვება აღმართი... ხშირად კოკისპირული წვიმის შემდეგ გამოუნათებია ცისარტყელას!!!".

იხილეთ ასევე: მაგდა პაპიძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა

რა ხდებოდა დარბაზში, მაგდა პაპიძის განაჩენის გამოცხადების დროს - ფოტოები ბოლო პროცესიდან

იხილეთ ვიდეო: მძიმე წუთებში მაგდა პაპიძის დედა აღელვებულ ლანა პაპიძეს აჩუმებს - დაძაბულობა პროცესის შემდეგ

"ამბავი შემზარავი და თავზარდამცემია..." - რას წერს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი გარდაცვლილ კოლეგაზე

"შუადღიდან რომ დაგეყარათ მარილი ქუჩებზე წელი გეტკინებოდათ? ახლა ათობით მანქანა ილეწება" - ელისაშვილი თბილისის მერიას მიმართავს

"ხელით იკავებდნენ მოცურებულ მანქანებს, აღმართზე ასვლაში ეხმარებოდნენ" - მოქალაქე კახეთის საპატრულო პოლიციას მადლობას უხდის