"ყველას ყველაფერი უკან დაგვრჩება ეს თუ ვერ გავაჩერეთ!" - თინა ხიდაშელი გახშირებულ კრიმინალზე

"ყველას ყველაფერი უკან დაგვრჩება ეს თუ ვერ გავაჩერეთ!" - თინა ხიდაშელი გახშირებულ კრიმინალზე

რამდენიმე დღის წინ ეჭვიანობის ნიადაგზე ქმარმა ცოლს ყურები დააჭრა. სტუმრად მყოფი მამაკაცი კი მოკლა. გუშინ ფონიჭალაში  ქმარმა 20 წლის ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. საქართველოში ბოლო დროს გახშირებულ კრიმინალურ ფაქტებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოეხმაურა თინა ხიდაშელი.

"გუშინ ყურები დააჭრა და მთელი დღე ვერ მოვიშორე ეს დარდი, დღეს ყელი გამოჭრაო.

არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა.

ამ სიბნელეს, ძალადობის და სისასტიკის დემონსტრირების მზარდ გამოვლინებებს რა ეშველება.

ყველას ყველაფერი უკან დაგვრჩება ეს თუ ვერ გავაჩერეთ!

მაგდა პაპიძე სირცხვილის ბოძზე გავაკარით, ასჯერ ვესროლეთ, ათასჯერ ჩამოვახრჩეთ, ლინჩის წესით გავასამართლეთ სრულიად ქვეყანამ. მე მის დაცვას არც ვაპირებ არც ვიკადრებ, მაგრამ ამ ერთი წლის განმავლობაში მოკლული, დასახიჩრებული, ყელგამოჭრილი და ნაწამები ცოლების მკვლელების სახელები მაინც თუ გახსოვთ ვინმეს?

ასე ვერ შევდგებით ვერც საზოგადოებად და ვერც სახელმწიფოდ",- წერს თინა ხიდაშელი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს