ქეთა თოფურია და ბერა ბათუმში

ქეთა თოფურია და ბერა ბათუმში

13 ივლისს ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე ჯგუფ А Студио-ს კონცერტი გაიმართა. მასშტაბური კონცერტი, რომელსაც ათასობით მსმენელი დაესწრო, პროექტ Check In Georgia-ს ფარგლებში ჩატარდა.

ჯგუფი და მისი ქართველი სოლისტი ქეთა თოფურია საათნახევრიანი პროგრამით წარსდგნენ მსმენელის წინაშე და ცნობილი ჰიტები შეასრულეს ქართველი და არა მხოლოდ ქართველი მსმენელისთვის.

ქეთა თოფურია ბათუმში 2 დღის წინ ჩამოვიდა და კონცერტამდე ქალაქში გასეირნება და ბათუმის მზეზე მიფიცხებაც მოასწრო. კონცერტის დასრულების შემდეგ რუსული შოუბიზნესის ქართველი ვარსკვლავი რეპერ ბერა ივანიშვილსაც შეხვდა. ბერას და ქეთას ერთობლივი ფოტო А Студио-ს სოლისტის "ინსტაგრამის" გვერდზე განთავსდა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს