"ტიფლისის" და "ქერჩის" რეჟისორი ამერიკაში "პრარაბად" მუშაობს

"ტიფლისის" და "ქერჩის" რეჟისორი ამერიკაში "პრარაბად" მუშაობს

ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ქართული სერიალის "ტიფლისის" რეჟისორი ლევან დაბრუნდაშვილი ამერიკაში გადაიხვეწა და იქ მშენებლობაზე მუშაობს.

ქართველი კინორეჟისორის, სცენარისტისა და ოპერატორის დებიუტი ჯერ კიდევ 2011 წელს "ანოს და ვანოს თავგადასავლით" შედგა, თუმცა ცნობილი გახდა GDS-ზე სერიალ "ტიფლისის" გამოჩენის შემდეგ. სერიალმა ერთბაშად მოიპოვა მაყურებლის სიმპათიაც და სიყვარულიც. შემდეგ იყო კიდევ ერთი მაღალმხატვრულად გადაღებული მაღალბიუჯეტიანი სერიალი "ქერჩი".

არც ისე შორეულ წარსულში პოპულარული და წარმატებული რეჟისორი დღეს თავს ნიუ-იორკში მშენებლობაზე მუშაობით ირჩენს. მან ფეისბუქის პირად გვერდზე ვიდეო გაავრცელა, რომელზეც ჩანს, როგორ მუშაობს ფიზიკურად მშენებლობაზე. დაბრუნდაშვილმა ვიდეოს ასეთი წარწერა დაურთო: "ვისაც ჯერა, რომ GDS-დან 4 000 000 მოვიპარე ან ერთი ლარი მაინც 4 წლის განმავლობაში, მე მათ გადავცემ აი ამ "მალატოკს" ხშირი გამოყენებისთვის, თან ამერიკული წარმოებისაა...". მეგობრების კომენტარებს კი დაბრუნდაშვილი ასე გამოეხმაურა: "მე ვფიქრობ რომ ეს არაა სატირალი, უფრო მაგალითისთვის დავდე და იმისთვის, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს და მზად უნდა იყო მსგავსი რაღაცისთვისაც კაცი და ქვეშ ჩაფსმული არ უნდა დარჩე არასდროს და არც სხვისი მონა".

მის პოსტს გამოეხმაურა ნანუკა ჟორჟოლიანი. ტელეწამყვანი წერს: "ლეღვერას თითქმის ყველა იცნობს სატელევიზიო სფეროში. ტიფლისის რეჟისორი იყო. GDS-ის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის და ახლა ამერიკაში მუშად მუშაობს. უცნაური ამბავია, თან მაშინ როცა ის ამბობს, რომ მთავარია არავის მონად არ დარჩეო. ეჭვი მაქვს წარსულს გულისხმობს. GDS-ზე მთავარი რეჟისორი რომ ხარ და ამერიკაში "პრარაბად" წახვალ ცოტა უცნაურია. თორემ მუშად მუშაობა რომ არ ტეხავს კარგად ვიცი. ამ ამბავში სხვა რამე ტეხავს".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს