"მორჩა, აღარ გვყავს მფარველი და ჩვენ ვერ ვიქნებით ნატოს იმედზე!" - ლალი მოროშკინა თარხან ბათირაშვილზე

"მორჩა, აღარ გვყავს მფარველი და ჩვენ ვერ ვიქნებით ნატოს იმედზე!"  - ლალი მოროშკინა თარხან ბათირაშვილზე

პარტია "თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" წევრი, ლალი მოროშკინა თარხან ბათირაშვილის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას "ფეისბუქში" ეხმაურება:

"არ დავუშვათ კოჰაბიტაციის მეორე ტალღა!!!!

არ ვაქციოთ საქართველო ნატოს ჟანგიანი ტანკების ავტოფარეხად!!!!

ნიცა მონაგონი იქნება...

ISIS-ის ერთადერთი ქართველი ლობისტი თარხან ბათირაშვილი აღარ არის!!!!!

მან პირადად ყველაფერი გააკეთა, რომ ისტორიული სამშობლო, რომელიც პროამერიკულ კურსზეა და მას ასე უყვარდა - ისისის სამიზნე არ გამხდარიყო!!!!

მორჩა აღარ გვყავს მფარველი და ჩვენ ვერ ვიქნებით ნატოს იმედზე!" - წერს მოროშკინა.

"ისლამური სახელმწიფოს" მედია სააგენტო "AMAQI" -ის ინფორმაციით, თარხან ბათირაშვილი რომელიც ცნობილია, როგორც უმარ ალ-შიშანი, საბრძოლო მოქმედებებისას დაიღუპა. ისლამისტების ცნობით, თარხან ბათირაშვილი ერაყის ქალაქ მოსულთან მდებარე დასახლებულ პუნქტ შირკატში საბრძოლო მოქმედებებს ემსხვერპლა.

თარხან ბათირაშვილი საქართველოს მოქალაქე იყო. ის "ისლამური სახელმწიფოსთვის" ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურას წარმოადგენდა. ბათირაშვილი ე წ. ომის მინისტრის პოსტს იკავებდა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს