"ჟოლოს გაყიდვას, გირჩევნია წახვიდე და ისწავლოო..." - რატომ მიაყენეს შეურაცხყოფა გონიოს სანაპიროზე გამყიდველ ბიჭუნას

"ჟოლოს გაყიდვას, გირჩევნია წახვიდე და ისწავლოო..." - რატომ მიაყენეს შეურაცხყოფა გონიოს სანაპიროზე გამყიდველ ბიჭუნას

ტელეკომპანია 20/30-ის ჟურნალისტი ნინუცა კახნიაური გონიოს სანაპიროზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და იქ მომხდარი ფაქტის შესახებ წერს.

"სანაპიროზე ჟოლოთი ხელში პატარა ბიჭი დადის. არავის არაფერს უშავებს ღიმილიანი სახით გეკითხება ქალბატონო ჟოლოს ხომ არ მიირთმევ თუ ეტყვი რომ არა წარმატებულ დღეს გისურვებს და გზას აგრძელებს. ახლა ჩვენც ჩაგვიარა. ჩვენ ჟოლო არ გვინდიდა მაგრამ გვერდზე ახალგაზრდა ქალი ირუჯება (გაჭირვებულს არ გავს, პირიქით) და დიალოგი:

-სანაპიროზე სიარულს და ჟოლოს გაყიდვას, გირჩევნია წახვიდე და ისწავლო

-რომ ვსწავლობ და სწავლის გადასახადს ვიხდი, იმიტომ ვშრომობ....

მერე ამ ბიჭს სხვა გამყიდველი გამოესარჩლა და ამ ქალის მორიგი პასუხი

-ეგრე შრომა რომ არ მინდა იმიტო ვწევარ მე გასარუჯად და თქვენ არა....

ბავშვს შერცხვა და გაიქცა ცრემლიანი თვალებით და ქალბატონი გადაბრუნდა მზისგან დამცავი წაისვა და გარუჯვა გააგრძელა!!

P.S ჯერ ვერ მოვიფიქრე ამ ქალს რა გავუკეთო ისეთი რომ ისე შევარცხვინო სახალხოდ როგორც ეს პატარა ბიჭი შეარცხვინა მაგრამ აუცილებლად მოვიფიქრებ რამეს!",- წერს ნინუცა კახნიაური.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს