როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქზე" თურქეთში განვითარებულ მოვლენებს

როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქზე" თურქეთში განვითარებულ მოვლენებს

თურქეთში განვითარებულ მოვლენებს "ფეისბუქზე" უამრავი გამოხმაურება მოჰყვა:

რომან გოცირიძე, ექსპერტი: ცუდი ამბები მოხდა თურქეთში. ამას ღრმა შედეგები ექნება თურქეთის შიდა და საგარეო ცხოვრებაში.

რა მოხდებოდა, რომ დღეს თურქეთს ჰქონოდა ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლა და პროცესები უფრო დრამატულად წარმართულიყო? აივსებაოდა ევროპა თურქეთიდან წამოსული მილიონობით ადამიანით.

სწორია ევროპის ქვეყნების ხელისუფლება, რომ უვიზო მიმოსვლის სწრაფი შეჩერების მექანიზმებზე მუშაობს.

ჩვენი ბრალი ის არის, რომ ხელისუფლების არადემოკრატიულმა ქმედებებმა( რუსთავი 2 და სხვა), დაგვაკარგვინა დრო, გამოიწვია უნდობლობა. ამასობაში თურქეთსაც და კოსოვოსაც გაუჩნდათ უვიზო მიმოსვლის პრეტენზიები და საომარ მდგომარეობში მყოფი უკრაინაც წამოგვეწია. აღმოვჩნდით 150 მილიონი უვიზო მიმოსვლის მსურველთა კომპანიაში.

თურქეთი დიდი ხნით დაემშვიდობება ამ იდეას.

საკმარისია მცირე არეულობა საქართველოში წინასაარჩევნოდ თუ არჩევნების შემდეგ( ერთ-ერთი მიზეზეი შეიძლება ისევ რუსთავი 2 გახდეს) და დამთავრდება ჩვენი ოცნებაც.

ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი: პატივს ვცემ გონიერებას, შრომას, შესაბამისად ნებისმიერ ერს, რომელსაც თავისი ქვეყნის განვითარება და მაღალ საფეხურზე აყვანა შეუძლია. მაგრები არიან თურქები, მათი მიღწეული პროგრესის გამო, მოწინავე ქვეყნების რიგში რომ გადაინაცვლეს უსწრაფესად. ეს ფოტოები კი საოცრებაა

მანანა კობახიძე, უმრავლესობის დეპუტატი: თურქეთის მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჩვენს რეგიონში, მეზობელ და პარტნიორ ქვეყნებში სტაბილურობა და მშვიდობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის! პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების მშვიდობიან და უსაფრთხო დაბრუნებაზე უნდა ვიზრუნოთ, განსაკუთრებით ბავშვებზე, ყველაფერი გაკეთდება ამისთვის!

ირინა სარიშვილი: ჩემი აზრით, ძალიან ადრეა ჯერ კატეგორიული დასკვნების გაკეთება რა მოხდა და რა შეიძლება მოხდეს თურქეთში.

ეხლა მთავარია, ასეთი მოვლენები ჩვენთან რომელიმე ჯაზფესტივალს ან მძიმე როკის კონცერტს არ დაემთხვეს.

ხო და კიდე: უშიშროების სხდომა შეიკრიბოს დროულად პრეზიდენტის სანატორიუმში

ოთო აბესაძე, განათლების მინისტრის მრჩეველი: აირია რეგიონი... უკრაინა - რუსეთის ომი, აზერბაიჯანის და სომხეთის კონფლიქტი, თურქეთში შიდა სამხედრო კონფლიქტია... შუაში ვართ ჩვენ. ეს არ არის კარგი ...

ავთო დვალიშვილი, ენერგო-პროს პიარ მენეჯერი: კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ქვეყნის უსაფრთხოების დამცველების შემდეგ, ასეთ დროს ყველაზე დიდი როლი აქვს მედიას. გუშინ ქართულმა მედიამ ძალიან მაგრად იმუშავა, მთელი ღამე ქართული ტვ ები პირდაპირში გადასცემდნენ მოვლენებს, საინფორმაციო სააგენტოები ყოველ წუთს ახალ ინფოებს დებდნენ, ამის უკან დგას ჟურნალისტების, კორესპოდენტების, პროდიუსერების, წამყვანების მძიმე შრომა, ამიტომ გაფასებთ და მადლობას გეუბნებით რომ ერთი წუთითაც არ მიგრძვნია ღამე ინფორმაციის ნაკლებობა

გია ნოდია, პოლიტოლოგი: ვისაც ამ სამხედრო გადატრიალების იდეა მოუვიდა თავში, ვერ არის მთლად ბრძენი. ვისი იმედით? არმიის ზედა ეშელონი მთავრობისაა, ხალხის უმრავლესობა მაინც ერდოღანს უჭერს მხარს, საერთაშორისო დონეზე გადატრიალებები დიდი ხანია ანაქრონიზმადაა ჩათვლილი.

ცხადია, კარგია, რომ გადატრიალება ჩაიშალა (როგორც ამ მომენტისთვის ჩანს), მაგრამ თურქეთისთვის მაინც ცუდი რამე მოხდა. ერდოღანი ამას მაქსიმალურად გამოიყენებს როგორც კარტბლანშს მტრებთან საბრძოლველად და საკუთარი ძალაუფლების კიდევ უფრო გასაძლიერებლად. აგერ, უკვე გულენს დააბრალა, რომელიც არა მგონია შუაში იყოს.

ამ ეტაპზე ვერ ვხვდები, თუნდაც პუტინს რატომ უნდა უხაროდეს ეს ყველაფერი (შეიძლება, მაინც უხარია). ჩახლართული კონსპიროლოგიის მომხრე რომ ვიყო (არა ვარ), ვიტყოდი, რომ ერდოღანის ორგანიზებულია ყველაფერი.

სალომე ზურაბიშვილი, "საქართველოს გზის" საპატიო ლიდერი: თურქეთში განვითარებულ მოვლენებზე უამრავი ვერსია უკვე გავრცელდა ჩვენთან და ალბათ კიდევ ბევრიც გავრცელდება. ვინ რუსეთს აბრალებს და ვინ ამერიკას... სინამდვილეში კი რაც მოხდა ყველა ნიშნით წარმოადგენს წმინდაწყლის “თურქულ” მოვლენას და თურქულ ისტორიამ ამის მრავალი პრეცედენტიც გვაჩვენა... ის მოხდა რასაც ერდოღანი დიდი ხანია ამზადებდა, თავის ერთადერთ სერიოზულ ოპონენტის - ანუ სამხედრო მაღალ ჩინოსნების - საბოლოდდ განიარაღება. ამისთვის ამოირჩია ყველაზე ხელსაყრელი მომენტი : ახლად შერიგებულია რუსეთთან და ამდენად რუსეთის ინტერესში არ ზის თურქეთის დესტაბილიზაციას ხელი შეუწყოს და ამერიკის გავლენა ქვეყნაში გააძლიეროს . ამერიკას კი თურქეთი ძალიან სჭირდება როგორც მთავარი მოკავშირე სირიასთან და ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში. მასაც მისი დესტაბილიზაცია და ერდოღანის პოზიციების შესუსტება არ აწყობს. ამდენად ოფიციალურ ვაშინგტონიდან უარყოფითი რეაქციები ნაკლებად მოსალოდნელია თუნდაც დემოკრატიული პრინციპები უხეშად ირღვევოდეს... ერდოღანი აშკარად ავტორიტარულ რეჟიმს აყალიბებს მაგრამ ერდოღანს ყველა დაუდგება გვერდში რმეთუ იმან დღეს გაიმარჯვა და რადგანც ყველას სჭირდება თურქეთის “სტაბილურობა” უფრო ვიდრე თურქეთის დემოკატიული ორიენტაცია .... საქართველოს ამ ახალ ვითარებაში , ორ ავტორიტარულ რეჟიმთა შორის მოქცეულს, დასჭირდება მეტი სიფრთხილე და შორსმჭრეტველობა რათა თავისი გეოპოლიტიკური უნიკალურობა (დემოკრატიის კუნძულად ქცეული) თავის სასარგებლოდ გამოიყენოს ისე რომ არც ერთის და არც მეორესი მრისხანე რეაქცია არ გამოიწვიოს!

თურქეთში შეიარაღებული გადატრიალება გუშინ გვიან ღამით დაიწყო. შეიარაღებული ძალების ნაწილმა განაცხადა, რომ მმართველობაზე კონტროლის დამყარებას გეგმავდა, რის შემდეგაც ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოცხადდა.  ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიმდინარე ორმხრივი შეტაკებისას, სულ მცირე, 90 ადამიანი დაიღუპა, 1154 კი მძიმედ დაშავდა.

თურქეთში განვითარებული მოვლენების ქრონიკა იხილეთ ტეგზე #სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თურქეთში

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს