"თურქები მასწავლიდნენ და ქალები ჩადრს არ იხურავდნენ სკოლის დროს..." - რას წერს შაჰინის სკოლის კურსდამთავრებული ტბელ აბუსერიძე

"თურქები მასწავლიდნენ და ქალები ჩადრს არ იხურავდნენ სკოლის დროს..." - რას წერს შაჰინის სკოლის კურსდამთავრებული ტბელ აბუსერიძე

ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმზე თურქეთის გენერალური კონსულის იასინ თემისქანის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ სკოლის მოსწავლეების მშობლები და კურსდამთავრებულები აღაშფოთა. კონსულმა თურქეთში გადატრიალების მცდელობასთან აშშ-ში მცხოვრები ფეტჰულა გიულენის კავშირზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მხარდამჭერები პოზიციებს სკოლების მეშვეობით ამაგრებენ და "ზრდიან თაობებს, რომლებიც არა სახელმწიფოს, არამედ ტერორისტულ დაჯგუფებებს ემსახურებიან". მათ შორის კონსულმა დაასახელა შაჰინის სკოლა-ლიცეუმიც.

სკოლის ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა მცირე განცხადება, რომლითაც ადმინისტრაცია კონსულის განცხადებას გამოეხმაურა: "პირველ რიგში, გვინდა მწუხარება გამოვთქვათ თურქეთში მიმდინარე მოვლენების გამო. გვინდა მივმართოთ ჩვენს მოსწავლეებს, მათ მშობლებს და საზოგადოებას, ჩვენ უკვე დიდი ხანია ერთმანეთთან თანამშრომლობის გამოცდილება გვაქვს და შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს, საბედნიეროდ, არ სჭირდება თავის მართლების რეჟიმში ყოფნა. ასე რომ, მინდა გაცნობოთ: ჩვენ ისევ იმავე საწყისებზე ვდგავართ და იმავე საქმიანობას ვაგრძელებთ, რომლითაც თავის დროზე დავიწყეთ მოღვაწეობა.

შეგიძლიათ იყოთ სრულიად მშვიდად, ჩვენ, როგორც ყოველთვის ისევ ფხიზლად ვდგავართ თქვენი შვილების განათლებისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე. სკოლა-ლიცეუმი ჩვეული რეჟიმით აგრძელებს თავის მოღვაწეობას და აუცილებლად მიიღებს შესაბამის ზომებს გავრცელებულ არასწორ და აფსურდულ ინფორმაციის ავტორების მიმართ. უმოკლეს ვადაში სკოლა ლიცეუმი გაავრცელებს უფრო ვრცელ და დეტალურ ინფორმაციას სხვადასხვა მედია საშუალებებით" - ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადება გაავრცელეს სკოლის მოსწავლეების მშობლებმაც და თურქეთის გენერალური კონსულის იასინ თემისქანის კომენტარს შეურაცხმყოფელი უწოდეს.

სოციალურ ქსელში სკოლა-ლიცეუმის მხარდამჭერ განცხადებას აქვეყნებს შაჰინის სკოლის კურსდამთავრებული ტბელ აბუსერიძე:

"ეს სკოლა დავამთავრე მე და ბოლომდე დავდგები მის გვერდით. ამაზე დიდი სისულელე ალბათ არ შეიძლებოდა ამ თემაზე ეთქვა ვინმეს, ან ამის დამწერი და დეზინფორმატორი ნორმალური არის საერთოდ? ეგ კიარა, თურქი მასწავლებლები მასწავლიდნენ და ქალები ჩადრს არ იხურავდნენ სკოლის დროს, რომ არავის ერთი წუთით არ ეფიქრა, რომ რელიგიური ღირებულები შეიძლებოდა თავს მოეხვია ვინმეს... 5 წელი ვისწავლე და არანაირი მსგავსი რიტორიკა არ ყოფილა, 1 წუთითაც. არასდროს სხვა თემაზე არ საუბრობდნენ მასწავლებლები, რომელიც პოლიტიკური შეიძლეობდა ყოფილიყო" - წერს პირად გვერდზე გავრცელებულ პოსტში ტბელ აბუსერიძე.

ტბელ აბუსერიძე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი გახლდათ, რომელმაც ერთი წლის წინ მერილენდის ქალაქ ანაპოლისში მდებარე St. John’s College-ში თავისუფალი მეცნიერებების ფაკულტეტის ბაკალავრიატზე ჩააბარა - მას უნივერსიტეტმა ოთხივე წლის საფასური დაუფინანსა, წელიწადში 58 650 დოლარი. ქართველი სტუდენტი სხვადასხვა ქვეყნის 100-ზე მეტ აპლიკანტს შორის ჩარიცხულ 10 სტუდენტს შორის მოხვდა.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს