კრიტიკული კომენტარების შემდეგ, სააკაშვილმა "ფეისბუქიდან" ერდოღანის ფოტო წაშალა

კრიტიკული კომენტარების შემდეგ, სააკაშვილმა "ფეისბუქიდან" ერდოღანის ფოტო წაშალა

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შესახებ ინფორმაცია 16 ივლისის ღამეს გავრცელდა. ამბოხებულთა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში სულ მცირე 45 000 ადამიანი დააკავეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს ან სამსახურებრივი მოვალეობები შეუწყვიტეს. როგორც "ბიბისი" წერდა, თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ეს ადამიანები პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანის მიმართ არასაკმარისად ლოიალურნი არიან. ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ყველა ეს ადამიანი აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერია, რომელსაც ანკარა გადატრიალების შესაძლო ორგანიზატორად მიიჩნევს.

ბოლო დღეებში ერდოღანის მისამართით არაერთი ბრალდება გაისმა, მათ შორის ის, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა დადგმული იყო. თუმცა, აღნიშნულ ბრალდებას ქვეყნის ლიდერი კატეგორიულად უარყოფს. ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში კომისარ იოჰანეს ჰანის განცხადებით, თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაწყებული დაკავებების სერია ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ქვეყნის ხელისუფლებას წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული სია, თუ ვინ უნდა დაეკავებინა.

16 ივლის საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ოდესის გუბერნატორმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე რეჯეფ ტაიფ ერდოღანის მხარდაჭერის ნიშნად, "ქავერზე" მასთან ერთ-ერთი ოფიციალური შეხვედრის ამსახველი ფოტო დააყენა. ფოტოს კომენტარებში არაერთი კრიტიკული მოსაზრება დაიწერა. ინტერნეტ-მომხარებლები მთელი მსოფლიოდან წერდნენ, რომ ერდოღანი დიქტატორი და ჰიტლერისა და პუტინის მასშტაბის ბოროტმოქმედია, რომ მისთვის ხელის ჩამორთმევა სიბინძურე და სირცხვილია, ვინაიდან მთელი ეს სპექტაკლი თურქეთში მისი დადგმულია და მას ქვეყანა ირანიზაციისკენ მიჰყავს. სააკაშვილს, ამ ფოტოს გამო, სოციალურ ქსელში არაერთი ქართველიც აკრიტიკებდა.

გოგი გვახარია: ქავერის ფოტო დადო თავის ოფიციალურ გვერდზე. ჭკვიანი ხალხი ხომ ხართ მის ირგვლივ? ურჩიეთ, ნუ ჩქარობს. მოჩქარეს რომ მოუგვიანდება, ეს მაინც გაახსენეთ.

ირაკლი როგავა: ეს არის შესანიშნავი შანსი მიშასთვის, გამართლება უპოვოს 7 ნოემბრის და 26 მაისის სისასტიკეს. მთლად ბუტკების სახურავებზე თუ შემოყრიან ჯარისკაცების გვამებს ერდოღანისტები, პროფილის სურათადაც დაიყენებს რეჯეპ ტაიპს.

ლეო ნაფტა: ოდესის გუბერნატორს მიაწვდინეთ ვინმე მადლიანმა ხმა შეცვალოს ქოვერ ფოტო, ძალიან ტეხავს, მეტიც - სირცხვილია.

კრიტიკული კომენტარების შემდეგ, ოდესის გუბერნატორის "ფეისბუქის" გვერდზე "ქავერ" ფოტო ორ დღეში შეიცვალა და იგი ოდესის ნაციონალური ოპერის თეატრის ფოტომ ჩაანაცვლა. ახალი "ქავერის" კომენტარებში სააკაშვილს უწერენ, რომ ეს ფოტო წინას ჯობია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს