"სამარცხვინო სუვენირი!" - რუსულ-ქართული "კოცნა" ბათუმიდან

"სამარცხვინო სუვენირი!" - რუსულ-ქართული "კოცნა" ბათუმიდან

სოციალურ ქსელში მომხმარებლების რისხვა გამოიწვია ფოტომ, რომელიც ბათუმში სუვენირების მაღაზიაშია გადაღებული. ფოტოზე აღბეჭდილია სასაჩუქრე ჭიქები, რომელთაც საქართველოსა და რუსეთის დროშები და შესაბამისი წარწერები აქვს გაკეთებული. ჭიქებს ქალისა და მამაკაცის ფორმა აქვს, რომლებიც ერთმანეთს კოცნიან.

ფოტო ერთ-ერთმა დამსვენებელმა გადაიღო ბათუმურ მაღაზიაში. "სამარცხვინო სუვენირი! Shame!!!" - წერს ფოტოს ავტორი კომენტარში.

"რა სამარცხვინოა"; "კოცნა რატომ, ბარემ საქართველოს ნაწილი წაკუზული გაეკეთებინათ, ჩვენი ნებით ვაკეთებთ მაინც მაგას"; "ამათი შეუგნებელი, ბნელი, და კონფორმისტი დედა... სამარცხვინოა!"; "ხო ნუ რა თქმა უნდა არაფერია ჩვენი ტერიტორიების დაპყრობა... ჩვენი გმირების სისხლი...:((((( კაცი რომ ვიყო ერთი გემრიელად შევუკურთხებდი იდეის ავტორსაც და გამომშვებსაც რააა"; "ალი და ნინო არ გინდოდათ და აგერ ჯუმბერი და ლუდმილა" - წერენ აღშფოთებული ფეისბუქ-მომხმარებლები პოსტის კომენტარებში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს