გაიცანით 11 წლის გოგონა, რომელმაც 112-ზე დარეკვით ბებიის სიცოცხლე გადაარჩინა

გაიცანით 11 წლის გოგონა, რომელმაც 112-ზე დარეკვით ბებიის სიცოცხლე გადაარჩინა

11 წლის დეა გელაძე პატარა გმირად დაასახელეს, რადგან მან 112-ზე დროულად დარეკა და შეუძლოდ მყოფ ბებიას დახმარება აღმოუჩინა.

როგორც 112-ის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, გოგონა სახლში ბებიასთან ერთად მარტო იმყოფებოდა. უეცრად ქალმა გონება დაკარგა.

"დეამ იცოდა, საგანგებო სიტუაციაში როგორ უნდა მოქცეულიყო, ის არ დაიბნა და მაშინვე 112-ზე დარეკა. გოგონამ 112-ის ოპერატორს სწორად მიაწოდა ინფორმაცია. ოპერატორის თხოვნით, ის ხაზზე მანამდე დარჩა, ვიდრე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მათთან მივიდოდა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის 23-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე დეა გელაძე "112-ის გმირის" წოდებით 2016 წლის 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს დაჯილდოვდა.

"ის გამორჩეული ბავშვია, მან იცის, როგორ უნდა დარეკოს 112-ზე და სწორად მიაწოდოს ოპერატორს ინფორმაცია. დეამ ბებიის სიცოცხლე გადაარჩინა. მისი საქციელი სამაგალითო და მისაბაძია არა მარტო მისი თანატოლებისთვის, არამედ თითოეული მოქალაქისთვის," - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ, დავით ვარდიაშვილმა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს