"შეერთებული შტატებისათვის საქართველოს მნიშვნელობა სერიოზულად გაიზრდება"

"შეერთებული შტატებისათვის საქართველოს მნიშვნელობა სერიოზულად გაიზრდება"

"ვინც არ უნდა მოვიდეს მომავალ წელს თეთრ სახლში, პრაქტიკულად დარწმუნებით შეიძლება ითქვას რომ ვაშინგტონის დამოკიდებულება მოსკოვისადმი უფრო ხისტი გახდება და გადატვირთვის რეალურად შეუმდგარი პოლიტიკა წარსულს ჩაბარდება. ფაქტია ისიც, რომ ამ პერიოდს ამერიკის უპირელესი რეგიონული მოკავშირე თურქეთი ნაკლებად დემოკრატიული და ერდოღანის გაძლიერებული, ავტორიტარული მმართველობით შეხვდება. ნათელია ისიც, რომ თურქეთის ხელისუფლება სულაც არ აპირებს ატლანტისტებთან გუნდურ თამაშს და მას საკუთარი ინტერესები აქვს, რომლებიც შეიძლება ღიად ეწინააღმდეგებოდეს დასავლეთის ინტერესებს.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთისთვის, კერძოდ შეერთებული შტატებისათვის საქართველოს მნიშვნელობა სერიოზულად გაიზრდება. ნათელია, რომ დასავლეთი დიდი გამადიდებელი შუშით უნდა დააკვირდეს ოქტომბრის არჩევნების მსვლელობასა და შედეგებს, რადგან აქ პრორუსული ძალების გააქტიურება ან დასავლური ფრთის შესუსტება მათ დარჩენილ უმნიშვნელოვანეს მოკავშირეს დააკარგინებთ რეგიონში და წერტილს დაუსვამს აქ ყოველნაირ დასავლურ სამხედრო, პოლიტიკურ თუ ენერგეტიკულ პროექტებს...

რას მოუტანს ეს საკუთრივ დაქუცმაცებულ, განახევრებულ საქართველოს, ძნელი გამოსაცნობი არ არის..."

(c) ცოტნე გამსახურდია

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს