"სამათხოვროდ დაგდებული ბავშვი უგონო მდგომარეობაში იყო" - "ფეისბუქის" მომხმარებელი თბილისში მომხდარი საზარელი ფაქტის შესახებ წერს

"სამათხოვროდ დაგდებული ბავშვი უგონო მდგომარეობაში იყო" - "ფეისბუქის" მომხმარებელი თბილისში მომხდარი საზარელი ფაქტის შესახებ წერს

"ფეისბუქის" ერთი-ერთი მომხმარებელი საზარელი ფაქტის შესახებ წერს, რომელსაც ის თბილისის ერთ-ერთ უბანში შეესწრო.

"ამ სურათს თბილისის ერთ-ერთ უბანში შევესწარი. სამათხოვროდ დაგდებული, წამლებით გაბრუებული 3 წლის ბავშვს თაკარა მზის ქვეშ ეძინა. ხალხს გვეგონა, რომ ეძინა, რეალურად კი ბავშვი უგონო მდგომარეობაში იყო. ერთმა კარგმა ადამიანმა შეამჩნია, რომ ბავშვი საეჭვოდ არ მოძრაობდა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას გამოუძახა. მეც ამ დროს შევესწარი სიტუაციას, ბავშვი რომ გამოჰყავდათ მდგომარეობიდან. ვითომ პატრონი კი შორიდან ფარულად უთვალთვალებდა. დროა მიექცეს ამ სისაძაგლეს ყურადღება და შესაბამისი ზომები გატარდეს ამ უზნეობის წინააღმდეგ. ვინ იცის რამდენი ბავშვის სიცოცხლე ეწირება ამ მაფიას. რამდენი უშვილო ოჯახი ნატრობს ანგელოზის ყოლას, ამათ კი სასაკლაოზე გამოჰყავთ ბავშვები",- წერს "ფეისბუქის" მომხმარებელი და მომხდარის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს