"თუ თვლით, რომ მე, როგორც ჰომოსექსუალს, გაყენებთ შეურაცხყოფას, მაშინ გაგვეხსენით" - თამარ ივერი დავით კინწურაშვილს პასუხობს

"თუ თვლით, რომ მე, როგორც ჰომოსექსუალს, გაყენებთ შეურაცხყოფას, მაშინ გაგვეხსენით" - თამარ ივერი დავით კინწურაშვილს პასუხობს

საოპერო მომღერალი თამარ ივერი დავით კინწურაშვილს პასუხობს. ივერი ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის დავით კინწურაშვილის მიერ კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძისადმი გაგზავნილ წერილს სოციალურ ქსელ Facebook-ში, საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

"გრცხვენოდეთ, ბატონო დავით, იმაზე უფრო პატარა ადამიანი ყოფილხართ ვიდრე მეგონეთ. ვხედავ, რომ უკვე ფლიდურად "სკრინშოტებზე" გადახვედით თეატრის ასე თუ ისე ექს სამხატვრო ხელმძღვანელი. დასის წევრთა, თქვენს უშუალოდ მაჯვენა ხელთა, თეატრის დირექტორის და ყველა თქვენი მოწინააღმდეგე ადამიანების მიმართ შანტაჟისთვის, ვხედავ, რომ სეზონის დახურვისთანავე მოიცალეთ. ამით ხალხს და დასს უფრო აყვარებთ თავს თუ პირიქით? შეეგუეთ, რომ ხალხის მასებს და საკუთარ დასს აღარ სურს თქვენი ხელმძღვანელობა და მშვიდობით გაიხურეთ კარები. ამის მაგივრად ვხედავთ, რომ დასს და კულტურის სამინისტროს, იურისტების ზეწოლით, სეზონი მზაკვრულად დაახურინეთ და ახლა გაასმაგებული გესლით იწყებთ თქვენს წინააღმდეგ "შეთქმულ" ხალხთა შურისძიებებს. დიახ, პასუხს ვაგებ ყოველ სიტყვაზე თქვენს მიერ "დასკრინშოტებულ" ჩემს სტატუსში! თქვენ თბილისის ასწლოვანი ტრადიციების ოპერის თეატრს, მის დასს და ქართულ საოპერო სამყაროს ნამდვილად უკურნებელ სიმსივნედ ექეცით. თქვენი წყალობით საქართველოში ოპერა კვდება და სულს ღაფავს და ამ თქვენი თანამდებობიდან არ წასვლის და "ბღაუჭის" პროცესმა მით უფრო გაამყარა ეს აზრი ყველა ადამიანში! სიტყვა "სიმსივნე", "ანთება" თუ "სახადი" ალეგორიული გამოთქმებია და სრულად გამოხატავს დასის აზრს თქვენდამი. აქ ჰომოფობიური ნამდვილად არაფერია და ახლა ბოდიში მოიხადეთ და ნუ ცდილობთ უკვე შანტაჟის გზით თამარ ივერს იმ ძველ "ჭრილობაზე" მარილი დააყაროთ. აღარ გამოგივათ ეს იაფი ტრიუკი! მაგრამ დავიბენი... თუ თვლით, რომ მე, როგორც ჰომოსექსუალს, გაყენებთ შეურაცხყოფას და გავიწროებთ, მაშინ აგვიხსენით და გაგვეხსენით ბატონო, ყოველგვარ "ქამინგ ოუთს" მივესალმები. ისედაც არის დასში თქვენს მიმართ ამაზე ეჭვები და თუ ეს ასეა, დასამალი არაფერია. მხოლოდ ერთს კი გეტყვით, რომ თქვენგან განსხვავებით, მსოფლიო საოპერო თეატრებს ბევრი გენიალური ჰომოსექსუალი დირექტორი ხელმძღვანელობს და საკმაოდ წარმატებითაც. ისინი ჩემი საუკეთესო კოლეგები არიან, ისინი მასაქმებდნენ და გვერდზე მედგნენ წლების მანძილზე და თქვენგან განსხვავებით, საკმაოდ კაცური, ღირსეული პოზიცია უჭირავთ თეატრებში დასის მიმართ და თქვენისთანა უღირსი იარაღებით არასოდეს არ იკადრებენ მომღერლებთან და დასის წევრებთან ბრძოლას!

ვთხოვ იმ შეცდომაში შეყვანილ ადამიანებს, ვინც ფრაზა "ჰომოფობისგან" გაღიზიანებულები აქტიურად, საქმეში ჩაუხედავად და ანგარიშმიუცემლად უკომენტარებენ მას ჩემს საწინააღმდეგო კომენტარებს, მოვუწოდებ მათ რომ ჯერ მთლიანობაში და არა ასე დაქუცმაცებული "სკრინშოტის" სტილში გაეცნონ ჩემს პოსტს, სადაც მსგავსი და ნატამალი არ არის ჰომოფობიური და მერე გააკეთონ შესაბამისი კომენტარი. მას მზაკვრულად შეცდომაში შეჰყავს საქმეში ჩაუხედავი ადამიანები და საუბარი სხვა კუთხით მიჰყავს. და ბოლოს ვეტყოდი ამ ცილისმწამებელ ადამიანებს, თუ თქვენ აიგივებთ და ათანასწორებთ ნაძირალას ჰომოსექსუალთან, მაშინ თავად თქვენ ყოფილხართ ჰომოფობები", - წერს თამარ ივერი.

იხილეთ ასევე: თამარ ივერი მორიგ სკანდალში გაეხვია - ავსტრალიაში დაგეგმილ წარმოდგენებამდე "ჰომოფობი სოპრანო" ადგილობრივმა პრესამ დაგმო

"აი, ისიც, 40 დღის კატო" - რუსკა მაყაშვილი ქალიშვილის ფოტოებს აქვეყნებს

"რატომ დამტოვე ასე "მუხთლად"? მეუღლე მიმალავდა ამ ამბავს, მაგრამ შემთხვევით მოვისმინე "კონსპირაციული საუბარი" დაკრძალვაზე" - რას წერს თამარ ივერი?

"ეს დღე მართლაც განსაკუთრებულ დღედ აქციეთ... ბედნიერი ვარ, რომ მყავხართ" - როგორ აღნიშნა იუბილე ანუკი არეშიძემ (ფოტოები)