"თუ იცით ეს რა არის?..." - კახი კალაძემ "ფეისბუქის" მომხმარებლები "დააინტრიგა"

"თუ იცით ეს რა არის?..." - კახი კალაძემ "ფეისბუქის" მომხმარებლები "დააინტრიგა"

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე "ფეისბუქის" გვერდზე ფოტოებს ავრცელებს, წარწერით: "თუ იცით ეს რა არის? მალე ახალი ქარი დაუბერავს ჩვენს ქვეყანაში!".

საუბარია ქარის ელექტროსადგურზე, რომელიც გორთან ახლოს შენდება. კალაძის ფოტოებზე სწორედ ელექტროსადგურის ფრთებია გადაღებული.

ვიცე-პრემიერის ფოტოებს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგიერთი იმასაც წერდა, რომ მინისტრმა საკუთარი პოსტით "ფეისბუქის" მომხმარებლები "დააინტრიგა".

ცნობილია, რომ საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგურის "ქართლის" მშენებლობას საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის და საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის შვილობილი კომპანია შპს "ქართლის ქარის ელექტროსადგური" 2016 წელს ახორციელებს. ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 20.7 მეგავატია, ხოლო გამომუშავებული 88 მლნ. კვტ/საათი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს