კვირიკაშვილი და ქალი ქოლგით... - ფოტოამბის გაგრძელება

კვირიკაშვილი და ქალი ქოლგით... - ფოტოამბის გაგრძელება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გურიაში იმყოფება, სადაც ადგილობრივებს რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა.

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ჩოხატაურის მოსახლეობას ლანჩხუთი-ჩოხატაურის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ჭკუასელი წარუდგინა, ხოლო ოზურგეთში მაჟორიტარობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" - არჩილ თალაკვაძე.

მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, ფოტოგრაფებმა საინტერესო კადრი დააფიქსირეს: პრემიერს გურული ბებო მიუახლოვდა ქოლგით ხელში. კვირიკაშვილმა ქალს ქოლგა გამოართვა და თავად დაიჭირა.

ფოტოს სოციალურ ქსელში უამრავი გაზიარება და კომენტარი აქვს, ფეისბუქ-მომხმარებლები პრემიერის და გურული ქალის ფოტოს ასე აკომენტარებენ:

"გამომართვი ნენა აი ზონტიკი ერ წუთას"; "გურულ ბებოს თბილად და იუმორით უნდა ესაუბრო..."; "ყოჩაღ, კვირიკაშვილი. ზოგიერთებივით სხვას არ დააჭერინე "ზონტიკი";

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს