"ბულვარში ჩამომჯდარზე ჭორაობით საქმე არ კეთდება!" - რამ აღაშფოთა ქრისტინე იმედაძე ბათუმში

"ბულვარში ჩამომჯდარზე ჭორაობით საქმე არ კეთდება!" - რამ აღაშფოთა ქრისტინე იმედაძე ბათუმში

მომღერალი ქრისტინე იმედაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე კრიტიკულ პოსტს აქვეყნებს:

"თუ გადაწყვიტე ბათუმში ავტომობილით გამგზავრება, მაინც დაფიქრდი ორჯერ: ან ტრაილერი დაგეცემა... ან ძროხა გაგიტანს... ან შენ ან ვინმე უბრალოდ ვერ აუღებს ალღოს ესტაკადების გაურკვეველ ლაბირინთებს... ან კიდევ ბევრი "ან" გადაწყვეტს შენს ბედს... 50/50 რაც მთავარია ამ დროს თვალით სულ ეძებ პატრულს და ის არ არის...

სამაგიეროდ თუ გაგიმართლა და ჩააღწიე ბათუმში, ორი წამით მიაპარკინგე იქ, სადაც არ შეიძლება - წამში გაჩნდება პიო-პაო... (თქვენობით ნუ გაესაუბრებით - ეს იქ იაზვობად მიაჩნიათ და იაზვობისთვის 200 ლარიანი ჯარიმით იმუქრებიან)

1) გემრიელად თითქმის ვერსად ვერ შეჭამ, ან თუ შეჭამ, იმდენს ელოდები, რომ აღარ გშია!

2) ჯობია იკვებო მჭადით და ყველით თორემ ნებისმიერი ცოტა უცხოური სიტყვა მენიუში - აუცილებლად მოგწამლავს

3) ერთადერთი მოვლილი სანაპირო არსებობს - სადაც ან ადგილი არ არის, ან უბრალოდ შეიძლება არ გინდოდეს აბაშიძეზე გართხმა საცურაო კოსტუმში. კიდევ ბევრია ჩამოსათვლელი, მაგრამ სხვა დროს... რაც მთავარია, ფასებიიიი კინაღამ დამავიწყდა... ფასები დიდებული კვების ობიექტებო, შეიტანეთ მენიუში მჭადი - არ გვინდა ეს უცხო სიტყვათა კონა! მაგრამ პირველ რიგში, გზას იქნებ მიხედოს იმან, ვისაც ეხება!!!!! ჩემი ნინი ბადურაშვილი და თაკო გაჩეჩილაძე არ მომატყუებინებენ", - დაწერა ქრისტინემ.

მომღერლის პოსტს არაერთი კრიტიკული კომენტარი მოჰყვა, რის გამოც მას განმარტება მოუხდა:

"ჩემი სტატუსით აღშფოთებული ბათუმლების საპასუხოდ ვწერ!

ბათუმი ბევრ ბათუმელზე მეტად მიყვარს! ყოველთვის დავდივარ და ვივლი იქ დასასვენებლად... ის რაც მე დავწერე, არც რიგით მოქალაქეებს არ ეხებოდა და არც თვითონ ქალაქს... ბევრი ბათუმელი მეგობარი მყავს და მათგანაც ხშირად მესმის ამ პრობლემების არსებობის შესახებ!

არ მგონია რომლიმე თქვენგანის (აღშფოთებულებს ვგულისხმობ) საკუთრება იყო თუნდაც ის კვების ობიექტები, რომელშიც მე მომწამლეს, ან ავტობანის გაუმართაობა გეხებოდეთ პირადზე...

პირიქით, ალბათ თქვენც რომ წერდეთ იგივეს, უპრიანი იქნებოდა! მემგონი არც თქვენ უნდა გიხაროდეთ ამდენი საგზაო უბედური შემთხვევა!

ის უწესრიგობებიც, რაც მე ჩამოვთვალე, თქვენ ჩემზე კარგად იცით და ხმა რომ აიმაღლოთ უმჯობესია! ეს ჩემი მოკრძალებული "პრეტენზიები" არც ბათუმლების მიმართ იყო და არც თვითონ ტერიტორიის! გარკვევით მეწერა "ვისაც ეხება" და ისევ ვიმეორებ მიხედოს "ვისაც ეხება"

ბულვარში ჩამომჯდარზე ჭორაობით საქმე არ კეთდება! ზოგიერთი ბათუმელი ზღვაზეც არ ჩადის და აბა საიდან უნდა იცოდეს, რომ სანაპირო დაბინძურებულია... მე თქვენსკენ და თქვენ ეშმაკებისკენ. რა საქციელია ახლა ეს?! ბათუმი".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს