"ფეისბუქში" მერაბ კვირიკაშვილის ოჯახურ ტრაგედიას ეხმაურებიან

"ფეისბუქში" მერაბ კვირიკაშვილის ოჯახურ ტრაგედიას ეხმაურებიან

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე 21 ივლისს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული სამი პაციენტიდან, 31 ივლისს საღამოს ერთ-ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდაცვლილი მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, ანანო ბუაძეა. ტრაგედიას "ფეიბუქით" ეხმაურებიან:

ზურა ხაჩიძე, მომღერალი:

"ღმერთო ძალა მიეცი მეკოს და ღმერთმა გაანათლოს ანას სული. ამინ"

კახა მამულაშვილი (მამულიჩა), პროდუსერი:

"ნეტავ სად მიდიან ადამიანები სიკვდილის შემდეგ. საკმარისია ვიღაცის გარდაცვალების ამბავი გავიგო და ისევ ეს კითხვა.... მერე ეს აკვიატებული კითხვა მაშინებს ვეშვები და ისევ თავიდან.... ღმერთო, ნათელში ამყოფე მისი სული".

ვიკა ბუკია, ჟურნალისტი:

"ამ ავარიამ ყველა შეგვშალა. რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ახლა ოთხი შვილი დარჩა დედის გარეშე. არ მახსენდება ასეთი ტრაგედია დიდი ხანია. ავტობანი სადაც ორმხრივი გზაა, სადაც დადიან ტრაილერები, არაა განათება, ტრაფარეტი - არის სასიკვდილო განაჩენი ადამიანებისთვის. მაგრამ ყველაზე მთავარი (მით უფრო ამ პირობებში) მაინც ესაა".

ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყვანი:

"ბოლო პერიოდში იმდენი წავიდა იქ, სადღაც რომ თითქმის ყოველ დღე მაწუხებს აკვიატებული კითხვა. სანდრომ გამიმძაფრა, მერე ის ულამაზესი წყვილი, შემდეგ გოგო! ისევ ცუდი ამბავი.

იქნებ სულაც არაა ცუდი ეს ამბები და იქ ჯობია, სადაც ისინი მიდიან! არ შეიძლება ამდენი უსამართლო ამბავი ხდებოდეს!! რაღაც, სადღაც გრძელდება! სხვანაირად წარმოუდგენელია!".

გიორგი სუხიტაშვილი, მომღერალი:

"მეკომ რა დააშავა ასეთი რომ დაუსრულებელი ტრაგედია დაატყდა თავს? ნეტა რამე შემეძლოს ! ნეტა...

...ამ გადასახედიდან საუბარი არასწორია, ხშირად ჩვენთვის ნორმალური სხვისთვის არაა მისაღები. მილიონჯერ ჭრი სახლში ხახვს, მილიონჯერ ასობ ლურსმანს ხეში მილიონჯერ ჩავრბივართ კიბეზე. მაგრამ ხელიც გაგვიჭრია, ჩაქუჩიც ჩაგვირტყამს და კიბეზეც წავქცეულვართ, აი ესაა ცხოვრება, ნელა ევლო და ყურადღებით, ეს პირობითია, განკითხვა და და მსჯელობა არ არის სწორი. ჩემი აზრია ასეთი! მოხდა უკვე და ეხლა.მეკოს უნდა დავუდგეთ გვერდში!".

გიორგი ჭანტურია, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი:

"სტატუსი თითქმის არასდროს დამიწერია, უბრალოდ ამ ამბავმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე. ცხოვრება ზოგჯერ ძალიან უსამართლოა. მთელი საქართველო გვერდში დავუდგეთ".

გიორგი კეკელიძე, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი:

"კიდევ ერთი სიცოცხლე შეეწირა იმ საშინელ ავარიას. ახლა, ყველაზე არაეთიკური ვინმესკენ თითის გაშვერა იქნება. ახლა, ამ წუთებში. ჩემი სამძიმარი ყველა მათგანის ოჯახს. მაგრამ ზოგადად აუცილებლად უნდა ითქვას, სხვებზე და ათასია ასეთი სხვა:

მთელი დღე-ღამე გზებზე ვარ, ძირითადი ტრასების მგონი ყველა კენჭის ფერი მეცნობა და ასე თუ ისე საჭის ტრიალიც ვიცი, მარჯვნიდან არხეინად გამსწრებ "ბნვეიან'' "კაცებზე" და რაღაც სამთავრობო ნიშნულიან "გემების'' მძღოლებზე არანაკლები. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩემს სიტყვებს ეგებ ვინმესთვის მაგალითის ძალა ჰქონდეს: არც ტრასის ცოდნა და არც მანქანაზე მიკრული ქაღალდი, არ გამხდარა სხვის ჯანმრთელობაზე სათამაშო საშვი ჩემთვის. არც თავის მოსაწონი. ეს უკანასკნელი ამბავი, გასწრებით თავის მოწონება, ხომ საერთოდ კომიკური იქნებოდა, ტრაგიკულ ამბებამდე რომ არ მივყავდეთ.

ის რაც ქართულ გზებზე ხდება, განსაკუთრებით იმ მონაკვეთებზე სადაც სიჩქარის შემზღუდველი მოხსნილია, არის სიკვდილის ატრაქციონი. მცირე საცობებსაც კი ტროტუარების გადაჯეგვა მოსდევს ძალიან გულგრილი სახით. აი, დღესაც სამეგრელოდან მოვდიოდი და ბარემ ექვსი ავარია შემხვდა და ათასექვსი შლეგური მანევრი. ამიტომაც, აუცილებლად უნდა ითქვას - რიგში სხვა სიცოცხლეები დგანან. გავაუქმოთ სიკვდილისკენ მიმავალი ეს რიგი, ეს სწრაფი რიგი მაინც გავაუქმოთ, თორემ იმ ცოტა გრძელ რიგს ხომ მაინც ვერ გადავურჩებით. მეტი კონტროლი ქართულ გზებს, მეტი თვითკონტორილი გზებზე მოსიარულეებს!".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს