"დღეს გუკასთან ციხეში დანიშნული პაემანი გამიუქმეს... ჩემთვის ეს წამებაა" - ვახტანგ რჩეულიშვილი მიმართვას ავრცელებს

"დღეს გუკასთან ციხეში დანიშნული პაემანი გამიუქმეს... ჩემთვის ეს წამებაა" - ვახტანგ რჩეულიშვილი მიმართვას ავრცელებს

"ცენტრ-პოინტის" დამფუძვნებელი ვახტანგ რჩეულიშვილი პრეზიდენტს, სასჯელაღსრულების მინისტრს და სახალხო დამცველს თხოვნით მიმართავს, დაიცვან მისი ოჯახის დაპატიმრებული წევრების უფლებები. აღნიშნულთან დაკავშირებთ რჩეულიშვილი პოსტს "ფეისბუქზე" ავრცელებს.

"ჯანდაბას ჩემი თავი

დღეს გუკასთან ციხეში უკვე დანიშნული პაემანი გამიუქმეს. ჩემთვის ეს წამებაა. ცოლ-შვილის დაპატიმრებას მტერსაც კი არ ვუსურვებ, მითუმეტეს, რომ ჩემი ოჯახის წინასწარ პატიმრობაში აყვანა სასამართლოს მიერ საბოლოო განაჩენის გამოტანამდე არ გამომდინარეობს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის და კომპანიის რეაბილიტაციის ინტერესებიდან და პირიქით, ეწინაამღდეგება მათ. ვინაიდან მაია და გუკა ისედაც თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან, ამასთან, მაიას აღმკვეთი ღონისძიების სახით უკვე შეფარდებული ჰქონდა გირაო.

ვთხოვ პრეზიდენტს, სასჯელაღსრულების მინისტრს, სახალხო დამცველსა და პარლამენტის ადამიანის უფლებათა და იურიდიული საკითხების კომისიებს, ცალკეულ დეპუტატებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს შესაბამის რეაგირებას და მონიტორინგის დაწესებას ჩემი დაპატიმრებული ოჯახის წევრების უფლებების დასაცავად.

პროკურატურას ვთხოვ უზრუნველყოს კომპანიის რეაბილიტაციის ნორმალური რეჟიმი, ვინაიდან მაია რჩეულიშვილმა კომპანია უკვე აქცია ინვესტორებისათვის მომგებიან და სასურველ ბიზნესად და შეუნარჩუნა ხალხს გაძარცვული ქონება. გაუფრთხილდით მაიას და გუკას- რასაც ედავებით ეს სასამართლოს გადასაწყვეტია, მაგრამ რაც კეთილი საქმე აქვთ მათ გაკეთებული, ეს უეჭველია. ჯანდაბას ჩემი თავი", - წერს რჩეულიშვილი.

ნახეთ: "გუკას ხელში ლელამ ხატვა დაიწყო... მაჩუქა მის მიერ შესრულებული თამარ მეფე, რომელშიც მეფე ზანგია"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს