"სოფლები იცლება, ონკოდაავადებები, სიკვდილიანობა მატულობს, იმერეთში ქალი აღარ დარჩა!" - ცოტნე გამსახურდია

"სოფლები იცლება, ონკოდაავადებები, სიკვდილიანობა მატულობს, იმერეთში ქალი აღარ დარჩა!" - ცოტნე გამსახურდია

ცოტნე გამსახურდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ზესტაფონში ასრებული მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ წერს:

"კატასტროფული ვითარებაა ზესტაფონშიც! მოსახლეობა სრულიად უუფლებო და იგნორირებულია, სილიკომანგანუმის ნარჩენებს პირდაპირ შუა ქალაქში მოიპოვებენ მიწიდან, ხალხს ხმის ამოღებაც ეკრძალება! ამას წინათ ვიყავი მწვანეთა ღონისძიებაზე, სადაც იქაური ქალბატონები ყვებოდნენ, ინვესტორები ისე არიან გათავხედებული, რომ გაბედო და პრეტენზიით მიხვიდე ფეროში, დირექტორმა შეიძლება გცემოსო! აგულაშვილის უწყება ბუტაფორიადაა ქცეული, ისე შტამპავენ დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებს, დოკუმენტში არც იყურებიან, შესწავლაზე ლაპარაკიც ზედმეტია!

ამას წინათ კალაძე გამოეთრეოდა იმერეთში მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას, ქვეყანა უსწრაფესად ვითარდებაო. ბევრი მეგობარი მყავს და ვიცი, რაც იქ ხდება: სოფლები იცლება, ონკოდაავადებები, სიკვდილიანობა მატულობს, იმერეთში ქალი აღარ დარჩა! მდედრობითი სქესის თუ ვინმე იყო, თურქეთში, იტალიაში ან საბერძნეთშია უმძიმეს სამუშაოზე! გესმით, ეს რას ნიშნავს?! :(

რამე უნდა ვიღონოთ ყველამ, ერთად! ასე გაგრძელება შეუძლებელია... :((((".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს