"ღმერთო ჩემო, დაზარალებული და მკვლელი ერთად მყოლია კონსულტაციაზე" - რას წერს ადვოკატი საზარელ მკვლელობაში ბრალდებულზე

"ღმერთო ჩემო, დაზარალებული და მკვლელი ერთად მყოლია კონსულტაციაზე" - რას წერს ადვოკატი საზარელ მკვლელობაში ბრალდებულზე

ადვოკატი ირმა ბრელიძე ფონიჭალაში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. ბრელიძის ინფორმაციით, მასთან კონსულტაციაზე მისულ ოთარ მამფორია სწორედ ბრალდებული გიორგი ხაბელაშვილი ახლდა.

"ღმერთო ჩემო, ეს ბიჭი კონსულტაციაზე მოჰყვა ჩემთთან დაზარალებულს და როგორ აქტიურობდა, როგორ გამოთქვამდა თავის აზრებს... ოფისში დაზარალებული და მკვლელი ერთად მყოლია კონსულტაციაზე მაშინ, როცა მთელი საქართველო ამას ეძებდა. როგორ ინტერესს იჩენდა მისი გადამეტებული აქტიურობა. კი მომხვდა ეს თვალში და ვკითხე, თქვენ როგორი ახლობელი ხართ მეთქი? ისიც ვკითხე ნასამართლევი ხომ არ ხართქო და კიო, მერე რაო?! ვიგრძენი, აშკარად ვიგრძენი. მამას ვუთხარი ბავშვის მკვლელი შეიძლება სულ თქვენთან ტრიალებდესთქო და ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. რამდენ კითხვას სვამდა, როგორ აქტიურობდა...", - წერს ირმა ბრელიძე.

22 თებერვალს, ქვემო ფონიჭალაში, 44 წლის ნონა რომანაძე საკუთარ სახლში ყელგამოჭრილი, მისი 3 წლის ქალიშვილი კი დამწვარი იპოვეს. მკვლელობის ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასულ კვირას გახსნა. დაკავებულია წარსულში ქურდობის, ყაღაჩობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევი, 1989 წელს დაბადებული მოქალაქე გიორგი ხ. სასამართლომ ხაბელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

წაიკითხეთ: "ქელეხშიც იყო, ჭიშკართან იდგა სამძიმარზე..." - რას ყვებიან ფონიჭალაში მოკლული დედა-შვილის ახლობლები ბრალდებულზე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს