"...ამიტომ არ გვაქვს ქართულ კინოში დღეს არც ქუთაისი, არც თელავი და არც ზესტაფონი" - გოგი გვახარია

"...ამიტომ არ გვაქვს ქართულ კინოში დღეს არც ქუთაისი, არც თელავი და არც ზესტაფონი" - გოგი გვახარია

კინოკრიტიკოსი გოგი გვახარია ქართულ კინოში არსებული ერთ-ერთი პრობლემის შესახებ პოსტს აქვეყნებს:

"მგონი, გასაგებია (გუშინდელი ზოგიერთი სტატუსის და კომენატრის შემდეგაც), რატომ არ არის გარემო ქართულ კინოში.. გარემო რომ იყოს კინოში, ეს გარემო უნდა გიყვარდეს. აი, როგორც, მაგალითად, ალმოდოვარს უყვარს მადრიდი, ან რომერს პარიზი, ფლაერტის ალიასკა და ოძუს ტოკიო.

კინო ხომ მეტი არაფერია, თუ არა ადამიანი ძალიან კონკრეტული დროის გარემოში.

საქართველოს პატარა ქალაქებზე არაფერს ვიტყვი - ომის მერე ეს ქალაქები დაინგრა და დამახინჯდა. ამიტომ არ გვაქვს ქართულ კინოში დღეს არც ქუთაისი, არც თელავი და არც ზესტაფონი. თბილისი გვეცლება ხელიდან, ქალაქი მახინჯდება და ძნელია ასეთი ქალაქის სიყვარული.

გუშინდელი ჩვენი პატრიოტიზმი მართლა სასოწარკვეთილი სურვილია გვიყვარდეს ის, რაც შემოგვრჩა და დროებით მაინც გავიხაროთ გული ერთი ბრინჯაოს მედლით. პატრიოტიზმზე ქილიკი კი - ასევე ლოგიკური; რა უნდა მიყვარდეს ამ ქვეყანაში და ვისი გულშემატკივარი უნდა ვიყო, როცა ერთი სული მაქვს გავასწრო აქაურობას...ნამდვილად ვერ მოსთხოვ ადამიანს უყვარდეს და უხაროდეს, როცა არ უყვარს და არ უხარია:)

ყველაზე კარგად ვართ ის ხალხი, ვისაც გვიყვარს ის, რაც არის - დანგრეულიც და გაუბედურებულიც და არსად წასვლას არ ვაპირებთ. იმედია ჩვენს შორის კინორეჟისორებიც არიან და შეუძლიათ გამოხატონ ის, რაც აქვთ, რაც მიეცათ. სულ ვეუბნები სტუდენტებს - ზესტაფონიც კი ლამაზია ალბათ, რადგან იქ ადამიანები ცხოვრობენ. ასე რომ ველით კარგ ფილმს ზესტაფონის გარემოში:)".

"პულსი ამდიოდა 100-ზე, საუბრისას ღრმად ჩასუნთქვები მჭირდებოდა" - ნიუ-იორკში მყოფი ქართველი ცოლ-ქმარი, რომლებმაც COVID-19 დაამარცხეს

როცა ქართველმა მასწავლებელმა მოსწავლეებს ცნობილი ნახატების "გაცოცხლება" სთხოვა, ბავშვებმა ასე საოცრად შეასრულეს დავალება...

"უმუშევრად დარჩენილ ქართველებს ხშირად ხვდებათ კართან საკვები ან ფული..." - რას ყვება 34 წლის ემიგრანტი აშშ-ში ქართველების ცხოვრების შესახებ