მეც ვტყუივარ ჩვენს კლიენტებთან, მაგრამ ვთხოვ, დაიოკონ ვნებები - ვახტანგ რჩეულიშვილი მაია რჩეულიშვილის გათავისუფლებას ითხოვს

მეც ვტყუივარ ჩვენს კლიენტებთან, მაგრამ ვთხოვ, დაიოკონ ვნებები - ვახტანგ რჩეულიშვილი მაია რჩეულიშვილის გათავისუფლებას ითხოვს

ვახტანგ რჩეულიშვილი "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლის, მაია რჩეულიშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

"ამას წინათ ქსელში ვნახე ვიდეო: ბათუმის "მაგნოლიის" მაცხოვრებელთა მცირე ჯგუფი, სადაც ბინები ორ წელიწადზე მეტია ჩაბარებულია, ითხოვდა მაიასაგან მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ბათუმში კოკისპირული წვიმის დროს სარდაფების დატბორვისა და ეზოში დაგროვილი ნაგავის გამო (?). ეს აქცია მაიას დაპატიმრების შემდეგ მოეწყო და ამდენად მხარს უჭერდა მის ციხეში ჩასმას. ცხადია, ეს ნიშნავს, რომ ასეთ მდგომარეობაში (წლობით ცხოვრობენ, არემონტებენ და აქირავებენ ფართებს) რომც ჩავაბაროთ ყველა დაზარალებულს ბინები, მაიას მაინც აწამებენ. დაზარალებულთა უმრავლესობა კი სწორედ თავის ფართებს ელოდება და ბედნიერი იქნებოდა ამ კომპლექსში ბინის მიღებით.. ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ ამ აქციის ორგანიზატორი ხათუნა შენგელია ჩემი კარგი ნაცნობის, ცნობილი მოსკოველი მაღალჩინოსანი ქართველის თემურ შენგელიას ცოლია. თავიდან გავბრაზდი, მაგრამ მაინც ჩემი თავი დავიდანაშაულე მომხდარში - ისიც ხომ ნაწყენია, რომ ამდენი ხანია მის ბინას პრობლემები ჰქონდა. ასეთივე განაწყენებულები არიან სხვა ჩვენი კლიენტებიც. ამისათვის მათ საყვედურს ცხადია ვერ ვეტყვი, მეც ვტყუივარ მათთან. მაგრამ ვთხოვ, რომ დაიოკონ ვნებები, ვინაიდან ანგარიშსწორება საუკეთესო გამოსავალი არ არის. ფაქტია, რომ მაიას დაჭერით დაზარალებულები კიდევ უფრო დაზარალდნენ. ვინაიდან მაიას მიერ გაკოტრებას გადარჩენილი და ხელისუფლების მიერ გაძარვცული კომპანია ისევ კრიზისულ მდგომარეობაში ჩააგდეს.

***

საზოგადოება გაურკვევლობაშია. წინასწარ პატიმრობაში აიყვანეს მაია რჩეულიშვილი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ქალი-ბიზნესმენი. ის და მისი კომპანიის კლიენტები დაზარალდნენ კრიზისით და ხელისუფლების საარჩევნო ამბიციებით. მაია სიმართლის დადგენამდე ამ უკანონო პატიმრობასაც გადაიტანს, მაგრამ მისი კლიენტები სრულიად დაუცველები რჩებიან. ისევ წლობით უნდა აწამონ და ამავე დროს მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ თავიდან აიცილოს. თავად განსაჯეთ: გული მოიფხანოთ მაიას და გუკას დაჭერით, თუ აღადგინოთ სამართლიანობა!

ამიტომ დაიწყო ხელმოწერების შეგროვება. გუკა მზადაა მძევლად დარჩეს პატიმრობაში ოჯახის სიმართლის დასამტკიცებლად და კლიენტების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. მეც დიდი სიამოვნებით შეუერთდები, რომ მაიას მიეცეს საშუალება ფართები გადასცეს ყველა დაზარალებულს.

თქვენ კი მოგიწოდებთ, ძვირფასო მეგობრებო, ნაცნობებო თუ უცნობებო, მხარში დაგვიდგეთ და ერთიანი ძალებით აღვადგინოთ სამართლიანობა. მანამდე კი ვინც თვლით, რომ მაია უკანონო პატიმრობაშია, გთხოვთ, ხელი მოაწერეთ პეტიციას. გმადლობთ ყურადღებისთვის".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს