"რომ არ ამოვანთხიო, შეიძლება მოვკვდე!" - რას იხსენებს გურამ შეროზია ტრაგიკულად გარდაცვლილ ძმებზე

"რომ არ ამოვანთხიო, შეიძლება მოვკვდე!" - რას იხსენებს გურამ შეროზია ტრაგიკულად გარდაცვლილ ძმებზე

სამტრედიის რაიონის სოფელ ჯიხაიშში გუშინ მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. ძმები, 19 წლის ვანო და 18 წლის თემურ ვაშაკიძეები მდინარე გუბისწყალში დაიხვრჩნენ. ერთი ძმა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, მეორე - აბიტურიენტი.

გარდაცვლილ ძმებთან დაკავშირებით ცნობილი ბლოგერი გურამ შეროზია ემოციურ პოსტს აქვეყნებს და მათთან სოციალური ქსელით მიმოწერას იხსენებს:

"აუ, ახლა რომ არ დავწერო და არ ამოვანთხიო, შეიძლება მოვკვდე!

ეს ორი ბიჭი...! ცოტა ხნის წინ დედაჩემმა რომ მითხრა ისე გავცეცხლდი ლამის ვუყვირე რას ბოდავმეთქი!! მერე ამათ ფეისბუქზე შევედი და... იმის მერე ასე პარალიზებული ვაგდივარ საწოლზე და ვკვდები ტირილით

ნაგლეჯებად მაქვს ინფორმაცია.

რომ ერთი ძმა იხრჩობოდა

მეორე დახმარებას ცდილობდა

და ბოლოს ორივე...!!

ასეთი ჭკვიანები, სიმპატიურები, ახალგაზრდები, სიცოცხლით სავსეები, ასეთი მომავლით. ყოველთვის მშურდა ამ ბავშვების დედის და მინდოდა მეც ასეთი შვილები მყოლოდა, ასე გამეზარდა და მეც მეამაყა! ოღონდ არა ასეთი დასასრულით!

ჯერ უმცროსმა ძმამ მიპოვა ფეისბუქზე, ორი წლის წინ რაღაც გადაცემაში მნახა. მერე მეორემ დამამატა. მიყვეებოდნენ როგორ მიყურებდნენ იმედის დილაში, როგორ უხაროდათ რომ ნათესავი აღმოაჩინეს ასე შემთხვევით.

იხილეთ ვიდეო: ტრაგიკულად დაღუპული ვანო ვაშაკიძე გადაცემა "ეტალონში" - კადრები არქივიდან

ორჯერ, ნახვაც შემეძლო, როცა ეტალონში იღებდნენ მონაწილეობას და ჩამოსულები იყვნენ. სამოგზაუროდ ვემზადებოდი და სხვა დროს ვნახავ, სად წავლენმეთქი და...

ჩვენი ბოლო მიმოწერაც თემოსთან ასე დასრულდა:

- დაბადების დღე მოვულოცე და სინანული გამოვთქვი, რომ ამდენი წელია ვმეგობრობთ და ვერაფრით ვერ შედგა ჩვენი შეხვედრა

- და პასუხი: შევხვდებით, სად წავალთ.

და ჩემი კამათი იმაზე, რომ ჩემს ასაკში იმდენად მაგარი ტიპები იქნებოდნენ, ამ ტემპებით, რომ მე ვერც კი შევდაარებდი თავს.

აი ახლაც ვფიქრობ, იდიოტივით ათას სისულელეზე და არ მჯერა, მგონია რომ მძინავს. და ყელში რაღაც მიჭერს და მახრჩობს!

ვერ ჩავალ მათთან ფიზიკურად, არ შემიძლია რომ ჩვენი ამდენი ხნის დაგეგმილი და მუდმივად გადადებული შეხვედრა აი ასეთი ფორმით შედგეს!

უსამართლობა რომ არ შემიძლია ჩემი სიცოცხლის წლები მოვიკლო და ამათ მივცე!

და რას შეცვლის ჩემი ბღავილი!

წარმოდგენა და ფიქრიც არ მინდა მათ მშობლებზე!

ასეთი უგულობა, უსამართლობა,ბოროტება, საშინელი ტრაგედია!!! როგორ ვაპატიო ღმერთს?!!

ვბოდავ, ბუნდოვნად ვაზროვნებ! და არ მჯერა! არ მჯერა! არ მჯერააა!!!!!", - წერს შეროზია.

ასევე ნახეთ: "პატარამ უცებ დაიწყო დაძირვა და ყვირილი, - მიშველეთო! უფროსმა ძმამ დასახმარებლად მიცურა, მაგრამ..."

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს