"არაა აუცილებელი არჩევნებზე ბიულეტენის შევსებისას ორგაზმი განიცადო კანდიდატის სიყვარულით!" - ცოტნე გამსახურდიას მოწოდება

"არაა აუცილებელი არჩევნებზე ბიულეტენის შევსებისას ორგაზმი განიცადო კანდიდატის სიყვარულით!" - ცოტნე გამსახურდიას მოწოდება

ცოტნე გამსახურდია საქართველოს მაცხოვრებლებს არჩევნებზე სამოქალაქო აქტივობისკენ მოუწოდებს:

"თუ არჩევნებზე დარჩები სახლში,

მორიგი წლები იქნები ქაქში!

არჩევნები - ერთადერთი აქტია, როცა ადამიანებს საკუთარი პოლიტიკური ნების მშვიდობიანად განხორციელების საშუალება ეძლევათ. უნდა გადავეჩვიოთ მესიებს, მხსნელის დაუსრულებელ მოლოდინს, თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცისთვის ღამის თენებას.

არჩევნებზე მხოლოდ იმიტომ კი არ უნდა მიხვიდე, რომ "თავს უშველო", არამედ რათა შენი პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღებას შეუწყო ხელი! როდესაც იქნება ბევრი აქტიური, კრიტიკული მოქალაქე, არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ექნება მონოპოლიზებული პოლიტიკური ველი, ამ მოქალაქეთა ხმების მოსაპოვებლად სულ უფრო კვალიფიციური და უკეთეს რეპუტაციის პოლიტიკოსები გაჩნდებიან საბრძოლველად. დამეთანხმებით, ზარმაცი, უვიცი, ოც ლარს დაკიდებული ამომრჩევლის შესატყვისი არჩევანი სწორედ კოლექტიური "გოდერძიბუკია" ან "კაკობობოხიძე" შეიძლება იყოს!

არაა აუცილებელი არჩევნებზე ბიულეტენის შევსებისას ორგაზმი განიცადო კანდიდატის სიყვარულით! ;) მიდით, რათა ქალაქის მერი, ან დეპუტატი არ იყოს ამომრჩევლთა ერთი მეათედის, ერთი პარტიის აქტივის მიერ არჩეული... მიდით, რათა პოლიტიკური გარემო უფრო ნაირფერი და დაბალანსებული გახდეს... მიდით, რათა ერთი ძალის, კაცის ჭკუაზე არ გაბურთაონ კიდევ ოთხი წელი... მწარე გამოცდილება კი გვაქვს. მიდით, რათა აირჩიოთ ცუდსა და უარესს შორის, ჯინზე მიეცით ხმა, ბოლოსდაბოლოს! იდეალური და ზღაპრული ერთი დედის მუცლიდან ნაშობიც არ გვყავს ადამიანებს...

მე, რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი პოლიტიკური არჩევანი. მაგრამ ამის დაწერას არ ვაპირებ რამოდენიმე მიზეზის გამო:

1) რადგან საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანი ვარ, არ მინდა მის აზრზე პოლიტიკური გავლენა მოვახდინო. არ გახლავართ პოლიტიკოსი, ჩემი არცთუ მცირე პატივცემული აუდიტორიის გამო ამის გამჟღავნება პოლიტიკურ აქტად ჩამეთვლება.

2) მინდა შინაგანი პოლიტიკური მიუკერძოებლობა შევინარჩუნო, რათა მომავალშიც შემეძლოს მოვლენები შევაფასო ობიექტურად. ვთვლი, რომ ჩემი არჩევანი სხვებს ჯობს, თუმც არ არის იდეალური. არ მინდა, რომ მომავალში ჩემი სიტყვების მძევალი გავხდე.

3) ხმის მიცემა სწორედ იმიტომ არის ფარული, რომ მაქვს უფლება მის შესახებ საქვეყნოდ არ ვიყვირო. მე ამ უფლებას გამოვიყენებ.

მადლობა ყურადღებისათვის.

დარჩები სახლში, იქნები ქაქში! მიდი არჩევნებზე...", - წერს ცოტნე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს