"ჩვენ ნიკუშასთვის და ილოსთვის!" - ავარიაში დაღუპული ახალგაზრდის ოცნების ასრულებას, მისი მეგობრები ცდილობენ...

"ჩვენ ნიკუშასთვის და ილოსთვის!" - ავარიაში დაღუპული ახალგაზრდის ოცნების ასრულებას, მისი მეგობრები ცდილობენ...

14 აგვისტოს გონიოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. ილო არქანია, რომელიც საჭესთან იჯდა, ადგილზევე დაიღუპა, მისი მეგობარი ნიკუშა მაზიაშვილი კი ამ დრომდე კომაშია.

ბიჭების მეგობრებმა ფეისბუქზე შექმნეს გვერდი - "ჩვენ ნიკუშასთვის და ილოსთვის!", რომელსაც საქველმოქმედო მიზანი აქვს - აასრულოს დაღუპული ილო არქანიას ოცნება და ნიკუშა მაზიაშვილს გამოჯანმრთელებისთვის საჭირო თანხა შეუგროვოს:

"ილო არქანია, ნიკუშა მაზიაშვილი - ამ ორ სიცოცხლით, პოზიტივითა და ენერგიით სავსე ადამიანს ამოძრავებდათ საერთო ოცნება, გაეხსნათ ბარი. ბარი, სადაც იქნებოდა გემოვნებიანი მუსიკა, ახალგაზრდული, მეგობრული და ოჯახური გარემო, რომელიც ყველა იქ მისულ ადამიანს გააერთიანებდა და გააბედნიერებდა. სწორედ ამ მიზნით მათ გონიოს სანაპიროზე ბუნგალო გახსნეს. ამ რამდენიმე დღის წინ მოსულმა ძლიერმა წვიმამ, შტორმა გაანადგურა ბუნგალოს ინფრასტრუქტურა, ილო და ნიკა ტექნიკური აღჭურვილობის გადარჩენას ცდილობდნენ აპარატურა გონიოდან ბათუმში, თავიანთ სახლში გადაჰქონდათ. დრო არ ითმენდა, ისინიც ცდილობდნენ სწრაფად ევლოთ და მოხდა ის, რაც ახლა ამ ტექსტს მაწერინებს. ავტოკატასტროფამ, ილოს სიცოცხლე ადგილზე დაამთავრა. ნიკუშა კი კომატოზურ მდგომარეობაში ქალა ტვინის მძიმე ტრამვით, ტვინის დაჟეჟილობით, გულმკერდის ტრამვით, ნეკნების მოტეხილობით და მარცხენა ბეჭის ძვლის მოტეხილობით ხელვაჩაურის კლინიკაშია მოთავსებული. მათი ოცნებისგან დარჩა ნახევრად განადგურებული ბუნგალო და ვალი, რომელიც მათი ოჯახების ჯოჯოხეთურ მდგომარეობას ამ ტრაგედიის ფონზე, კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის.

ნიკუშას ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ჩვენი ერთად დგომის გარეშე მისი სიცოცხლე საფრთხეშია. პირველ რიგში, ნიკა სასწრაფოდ გადმოსაყვანია თბილისის კლინიკაში, რადგან ხელვაჩაურის კლინიკაში არის დიდი რისკი, რომ ვერ იქნეს უზრუნველყოფილი ყველა საჭირო პროცედურა. შემდეგ კი მკურნალობა - რეაბილიტაცია ითხოვს ფინანსურ რესურსს, რომელიც მის ოჯახს არ აქვს. ნიკუშას თვალის გახელას ორსული მეუღლე ელოდება. ნიკას და ანუკას სამწლიანი ცოლქმრობის მანძილზე ბავშვი არ უჩნდებოდათ, ახლა კი როდესაც ანუკა ორსულადაა არის რისკი, რომ ნიკამ ვერ მოახერხოს მისი შვილის ნახვა...

მეგობრებო, სწორედ თქვენს მიერ გამოხატულმა ყურადღებამ და გამოთქმულმა დახმარების სურვილმა გვიკარნახა ამ გვერდის შექმნის იდეა. გვერდის, რომელიც მოგვცემს საშუალებას გავერთიანდეთ ერთი დიდი მიზნის მისაღწევად. თქვენი თანამონაწილეობის გარეშე ვერაფერს შევძლებთ, ყველა ერთად კი მოვახერხებთ გადავარჩინოთ ნიკუშას სიცოცხლე და დავეხმაროთ ილოს ოჯახს.

უსამართლობაა ის უსუსურობის შეგრძნება, რომელსაც ახლა განვიცდით! შეგრძნება, რომელიც მწარე რეალობას თვალებში გვაყურებინებს და არ გვაძლევს ილოს შველის საშუალებას. მაგრამ ნიკუშას შემთხვევაში ჩვენ არ ვართ უსუსურები, ჩვენ შეგვიძლია გადავარჩინოთ ნიკა!

გახსნილია ანგარიში თიბისი ბანში, ანგარიშის ნომერია: GE11TB7567145063600053 მიმღები: ანდრო ორჯონიკიძე

ასევე შესაძლებელია თანხის გადმორიცხვა მითითებულ ნომერზე დარეკვით: 0901701143

ზარის ღირებულება 1 ლარი (ზარის განხორციელება შესაძლებელია ყველა ქსელიდან)

თქვენს მიერ გადმორიცხული თითოეული თეთრი, ზრდის ნიკას გადარჩენის შანსს. ყოველ თეთრს აქვს მნიშვნელობა. დროში ცოტა გაწელილი პროცესია, მაგრამ ამ დღეებში გვექნება ტელეფონის ნომერიც, სადაც სამივე ქსელიდან იქნება შესაძლებელი თანხის გადმორიცხვა" - ვკითხულობთ ფეისბუქის გვერდზე "ჩვენ ნიკუშასთვის და ილოსთვის!".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს