"პოლიცია გვიცავდა ჩვენ ხმელეთიდან,ზღვიდან და ჰაერიდანაც..." - გიორგი სიგუა

"პოლიცია გვიცავდა ჩვენ ხმელეთიდან,ზღვიდან და ჰაერიდანაც..." - გიორგი სიგუა

მუსიკალური ფესტივალის GEM Fest-ის დამფუძნებელი და ორგანიზატორი გიორგი სიგუა ფეისბუქის გვერდზე ფესტივალის შედეგებს აჯამებს და მისი მშვიდობიანი ჩატარებისთვის მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს:

"ძალიან ბევრი მადლობა მაქვს სათქმელი, ბევრსაც ვიტყვი და ბევრსაც საქმით გამოვხატავ.

ამჯერად უდიდესი მადლიერება მინდა გამოვხატო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პირადად მინისტრ გიორგი მღებრიშვილის მიმართ იმისათვის, რომ ჩვენი პოლიცია იყო მოწოდების სიმაღლეზე და უზრუნველყოფდა 30.000 ადამიანის უსაფრთხოებას სამეგრელოს ორ პატარა სოფელში, გეოგრაფიის სპეციფიკას თუ გავითვალისწინებთ, ეს ურთულესი ამოცანაა. ისინი გვიცავდნენ ჩვენ ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდანაც კი... უსაფრთხოება და წესრიგი იყო დაცული უმაღლეს დონეზე და იმ დროს როდესაც მსოფლიოს ლამის ყველა ქვეყანაში ტერორიზმის, ძალადობის და არეულობის დიდი საფრთხეა, მათ ჩვენთან ერთად ანახეს მსოფლიოს, რომ საქართველო არის ტურისტებისთვის უსაფრთხო და მშვიდი ქვეყანა.

ტერიტორიაზე არ დაფიქსირებულა არც ერთი კონფლიქტური სიტუაცია და 30.000 კაცში რომ დაჭრა და დაზიანება კი არა, ჩხუბიც არ ყოფილა, ალბათ რაღაცაზე მეტყველებს. კიდევ ერთხელ დიდი დიდი მადლობა პოლიციას!" - წერს სიგუა ფეისბუქის პოსტში.

Gem Fest 2016-ს წელს 30 000-ზე მეტი მელომანი დაესწრო. ადამიანებმა, რომლებიც 9-14 აგვისტოს გამართულ ფესტივალს 82 ქვეყნიდან სტუმრობდნენ, ანაკლია განსაკუთრებული შთაბეჭდილებებითა და უამრავი სასიამოვნო მოგონებით დატოვეს.

5 სცენა; 133 არტისტი (მათ შორის ისეთი მსოფლიო დონის ელექტრონული მუსიკის ლეგენდები, როგორებიც არიან Paul Kalkbrenner, Fedde Le Grand, Paul Van Dyk, Stephan Bodzin, Gus Gus, Dub FX და Boris Brejcha); მეგობრული, საინტერესო და სრულიად განსხვავებული გარემო საკმარისზე მეტი მიზეზი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ვიზიტორები დადებითი ენერგიით დაემუხტა და პოზიტიური განწყობებით დაეტვირთა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს