"იბიარდის რისხვა ..." - როგორ ეხმაურებიან სოსო ჯაჭვლიანის სახელმწიფო შპს-ს ხელმძღვანელად წარდგენას ფეისბუქზე

"იბიარდის რისხვა ..." - როგორ ეხმაურებიან სოსო ჯაჭვლიანის სახელმწიფო შპს-ს ხელმძღვანელად წარდგენას ფეისბუქზე

დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი სახელმწიფო შპს-ს უხელმძღვანელებს, რომელიც მთის კურორტების განვითარების კომპანიაში შეიქმნება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეკონომიკის მინისტრთან ერთად, რამდენიმე დღის წინ, კურორტ თეთნულდის განვითარების გეგმა განიხილა.

ჯაჭვლიანის სახელმწიფო შპს-ს ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა სოციალურ ქსელში.

გრიგოლ გეგელია:

"ჯაჭვლიანი, ეს ის დეპუტატია, რომელსაც უაზრო (და თავისუფლებისა და სამოქალაქო მშვიდობის მიმართ ხიფათის შემცველი) კანონპროექტი შეატანინეს. "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის" დანაშაულად ქცევის თაობაზე.

ჯაჭვლიანი ის დეპუტატიცაა, რომელიც ერთ ეთერშიც კი არ გამოუშვეს თავის მიერვე ინიცირებული კანონპროექტის დასაცავად. ამ თემაზე რამდენიმე ეთერში გახლდით. აქედან ორ ეთერში მასაც ველოდით, მაგრამ ბოლო წამს ორივეჯერ გაიძურწა. თვით ვინმე ტომარაძე, რომელიც ასევე ვერ იცავდა კანონპროექტს ვერცერთი მუხლით, ამჯობინეს ჯაჭვლიანს.

ამან უნდა განავითაროს თეთნულდის განვითარების პროექტი? რა კვალიფიკაციები აქვს? რა დადასტურებული ნიჭი ამ მიმართულებით? საერთოდ ვისზე დგას ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების პერსპექტივა, თუ ამხელა პროექტი ჯაჭვლიანმა უნდა მართოს?

ცხადია, შეხება გვაქვს ჯაჭვლიანის სიაში არ-ყოფნის გამო გამოსყიდვის მცდელობასთან. შეხება გვაქვს ბიუჯეტის ფულის გამოყენებით (და საქმის პოტენციური დაზარალებით), იმის უზრუნველყოფასთან, რომ ჯაჭვლიანი ნაწყენი არ დარჩეს. მე კი მოვუწოდებ ქართულ ოცნებას, პარტიული განხეთქილებები კერძო ფულით აირიდონ თავიდან. როგორც მახსოვს, არ აკლიათ კერძო ფული!

ძირს ნეპოტიზმი და კორუფცია, მისი ყველა გამოხატულებით. საშინელება."

მერაბ მეტრეველი:

"ნაციონალებმა მერიის სიპებში სამეთვალყურეო საბჭოები რომ შექმნეს პარლამენტს მიღმა დარჩენილი თანაპარტიელების დასასაქმებლად, ხომ გახსოვთ? იპოვეთ განსხვავება".

თენგო გოგოტიშვილი:

"ნამდვილად, ამაზე უკეთეს მენეჯერს ვერსად იპოვიდით!

სანთლითაც რომ გეძებნათ!

ბატონო პრემიერო, თქვენ შემოიმტკიცეთ წოდება "ბრძენი კაცი #2".

ზვირთად წამოვა იბიარდის სესხები!

მერე - რა ინგლისური! რა გერმენული! რა ესპანური! თარჯიმანიც არ დასჭირდება საერთაშორისო კონტაქტების დასამყარებლად.

სწორედ ბატონი სოსო ჩაძირავს ავსტრიის, შვეიცარიისა და იტალიის ალპების ტურიზმს და ყველას აქ გადმოქაჩავს.

დაუსაქმებელი არ დაგრჩეთ ვინმე, ბატონო ბიძინა! გილოცავთ! სოსოი ჯაჭვლიანი პარლამენტში აღარ იქნება, ისევ მთებში დააბრუნეს."

ჯიმშერ რეხვიაშვილი:

"ამასა ჰქვიან სახრავის დაგდება, რაიცა ხშირად გასრულებულა ჯინჯილის მიცემითა ტუსაღხანაში "

ლევან რამიშვილი:

საკონსტიტუციო სასამართლომ უგულავას სარჩელი თუ არ დააკმაყოფილა, შემდეგი მთავრობა კვირიკაშვილს დაიჭერს?

თამარა ჩერგოლეიშვილი:

"ძალიან, ძალიან სწორი და არაკორუმპირებული საკადრო გადაწყვეტილება"

ცოტნე გამსახურდია:

განსაკუთრებით ძლიერია მენეჯმენტში :))))

და აგერ, აქვს საერთაშორისო გამოცდილებაცო! ჩააგდეს ჯაჭვლიანი ქერის ორმოში, სვანებს რა ამით, თორე :)))))))))))))))

ცირკია ეს ქვეყანა, რა...

მამუკა ჟღენტი:

მაგარი ამბავია! EBRD აფინანსებს პროექტს:))))))))))

ირინა სარიშვილი:

"კურორტ თეთნულდის განვითარების ფონდს იბიარდის რისხვა ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს...

"და რაც კალეს უკანკალებს ისევ უნდა უკან კალეს".

რა შუაშია ეს მარა გამახსენდა რა ვიცი 

P.S აბა ისინი გამოდით ცოდვაა სოსოს თავისი გაჭირვება ეყოფაო რო სლუკუნებდით და ამდენი ნიჭიერი ახალგაზრდა ქუჩაში ყრია უსაქმოდ! :/ გამოდით უნდა დაგთვალოთ გულჩვილებო!"

"არავის ვუთანხმებ, მე, გ. გამსახურდია, სამეგრელოში როდის ვიქნები და რას გავაკეთებ" - რას პასუხობს გიორგი გამსახურდია ნიკა გვარამიას ბრალდებას?

"ბილიკი გაწყდა, დაიწყო კოშმარი, გაუვალი ტყე... ვხედავდით დათვის ნაკვალევს... ყველაფერზე ფიქრობ..." - რა შეემთხვათ ქართველ მოგზაურებს ველოტურისას ხევსურეთში

"7 წელი ვიმუშავე ამ ჯიხურში, შვილივით შემიყვარეს, ზრუნავდნენ ჩემზე..." - სად მუშაობდა სტუდენობისას ზურა შევარდნაძე და რა გზა განვლო "გარდენიამდე"