ვაშაძე, ჯანყარაშვილი და ხადური ბათუმში - რა ფოტოებს ავრცელებენ "ნაციონალები"

ვაშაძე, ჯანყარაშვილი და ხადური ბათუმში - რა ფოტოებს ავრცელებენ "ნაციონალები"

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გივი თარგამაძე ფეისბუქის პირად გვერდზე ყოფილი "ნაციონალის" და ამჟამად "ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის ფოტოებს აქვეყნებს, რომლებზეც იგი "ქართული ოცნების" მთავრობის სახეებთან ერთადაა აღბეჭდილი. ერთ-ერთ ფოტოზე ვაშაძე "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს აღმასრულებელ მდივანთან ზვიად ჯანყარაშვილთან ერთადაა ასახული, კიდევ ერთ ფოტოზე კი ვაშაძე და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, მეუღლეებთან ერთად არიან. ამავე ფოტოებს პირად გვერდზე ავრცელებს "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი წევრი კობა სუბელიანი.

ნახეთ ვიდეო| ვაშაძე წინასაარჩევნო სკანდალში: მეტყველებს თუ არა ფოტოკომპრომატები მის კავშირზე "ქართულ ოცნებასთან"

"გაშალა ფრთები ბიჭმა - აქეთ ჯანყარაშვილი, იქეთ ხადური, სიტკბო სუფევდა გუშინ გადაპორტირებური ბუკიას სასტუმროში ჩაქვში. პარტიის ანგარიშიც ყვავის - უკვე 900 ათასი აქვს შემოწირულობა "გულშემატკივრებისგან". ამას ფარცხალაძესთან ერთადაც ექნება უეჭველი სიგრილეში საზამთროზე კბილი გაკრული, ვანო ჩხარტიშვილის ოჯახური გვერდში დგომით.

ხოდა აბა ტარიელ ონიანის ბავშვის ნათლობაში პაატა ბურჭულაძე გაუკვირდებოდა? ან პაატას გაუკვირდება ეს სიტკბო? თუ ზურა ჯაფარიძე შეშფოთდება? ან პალიკო კუბლაშვილი, გოგი მელაძე, გოგა ხაჩიძე? როცა პირველადაც არაა ძნელი ღალატი, მერე მიდის შხუილშხუილით. ერთმანეთსაც რომ გაყიდით, არ გამომაპაროთ, პერსპექტიულებო...", - წერს გივი თარგამაძე პოსტში.

ასევე წაიკითხეთ: რას პასუხობს "ნაციონალებს" გიორგი ვაშაძის მეუღლე ხადურთან და ჯანყარაშვილთან გადაღებული ფოტოების შესახებ

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს