"ჩავიბარე ბიჭი კილოგრამობით... მადლობა, კაციჭამიებისგან რომ დაიცავით" - რას წერს რაჭიდან დაბრუნებული ნათია ფანჯიკიძე მეუღლეზე

"ჩავიბარე ბიჭი კილოგრამობით... მადლობა, კაციჭამიებისგან რომ დაიცავით" -  რას წერს რაჭიდან დაბრუნებული ნათია ფანჯიკიძე მეუღლეზე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე იმდენად მოიხიბლა მეუღლის წინასაარჩევნო დაპირებებით, რომ მზად არის გორში გადაეწეროს და ხმა სწორედ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს მისცეს. აღნიშნულთან დაკავშირებით რაჭიდან დაბრუნებული ნათია ფანჯიკიძე პოსტს "ფეისბუქზე" აქვეყნებს.

"ხაააააალხოოო!!! დავბრუნდი ბედნიერების კუნძულ რაჭიდან და ჩავიბარე ბიჭი კილოგრამობით. დიდი მადლობა, კაციაჭამებისგან რომ დაიცავით, მშვენივრადაა ფერხორცზე.

მართალია, გაუთოება რასაც არ სჭირდება, ის ჩაუცვია, მაგრამ სუფთად გამოიყურება. არც დასიცხულია, გადასარევად მსჯელობს. ისე მომეწონა დაპირებები, ლამის არის გორში გადავეწერო და ხმა მივცე.

მარიამობას დაგვიანებით გილოცავთ. ცოტა ვადაპტირდები ქალაქის ხმაურთან და მტვერთან და ჩემი კუნძულის ამბებითაც დავბრუნდები. მიყვარხართ მე თქვენ', - წერს ნათია ფანჯიკიძე.

ცნობილია, რომ გორში "თავისუფალი დემოკრატებიდან" მაჟორიტარულ არჩევნებში კენჭს პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია იყრის.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს