"თურმე რა მაგარი ასაკია, შვილები რომ ქორწინდებიან..." - ნათია ფანჯიკიძის ემოციური პოსტი და წლების შემდეგ აცეკვებული ირაკლი ალასანია

"თურმე რა მაგარი ასაკია, შვილები რომ ქორწინდებიან..." - ნათია ფანჯიკიძის ემოციური პოსტი და წლების შემდეგ აცეკვებული ირაკლი ალასანია

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში შვილის ქორწილის ამსახველ მორიგ ფოტოებს აქვეყნებს და ემოციურ პოსტს წერს:

"ჩვენ ქორწილი არ გვქონია, თბილისის ომის დროს "შევკარით პირობა" და მამებმა, არგაგონილი საშინელება ხდება, ხალხი ტირის, ვერ ვიზეიმებთო. მერე სულ გვინდოდა რომელიმე მრგვალი ან ნახევრადმრგვალი თარიღის ქორწილად ქცევა, მაგრამ არ შეწყდა ტირილი ქვეყანაში და თავადაც ყოველი სატირალი მოვლენის შუაგულში აღმოვჩნდებოდით ხოლმე. მგონი ამიტომაც, ნიკოს ქორწილში ირაკლი გადაიქცა ჯონ ტრავოლტად, მაგის ამდენი ცეკვა და ჰიპ-ჰოპის მოცეკვავესავით ზურგზე დატრიალება და ყიფლიბანდზე ბრუნების კეთება პირველად ვნახეთ ტოლ-მეგობრებმა. ღვინოც საუფროსო იყო, თბილღვინოს წარმოების და ირაკლიმ და მისმა ძმაკაცებმაც მთლად დაკარგეს სიტუაციის აღქმა, ჩააჩოჩეს "დიჯეი" და "ბენდი", ქალაქის სხვა კიდიდან აშუღები მოიძიეს და მათთან ერთად დარბოდნენ სცენიდან "პარტერში", ბოლოს ნიკო მიმტანებთან ერთად იყო კედელს მიყუდებული და მამის შესრულებულ "სატრფიალოს" მოთმინებით ისმენდა. ბავშვობაში ვერ ვხვდებოდი, 40-ს გადაცილებულ ხალხს რა ახარებდა, არადა თურმე რა მაგარი ასაკია, შვილები რომ ქორწინდებიან. მარიამობას ბუკას შვილიც გათხოვდა. ასეთი ტემპით თუ გაგრძელდა, როგორც რაჭაში იტყვიან, მთელი სამეგობრო გავსუნელდებით".

იხილეთ ასევე: პირველი ფოტოები ნიკა ალასანიას ქორწილიდან

ფოტოები ირაკლი ალასანიას და ნათია ფანჯიკიძის ვაჟის ქორწილიდან

პირველი ვიდეოკადრები ირაკლი ალასანიას ვაჟის გრანდიოზული ქორწილიდან

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს