"რაც არ უნდა დაწეროთ, თქვენს უსექსობას ვერაფერს უშველის" - თინა ხიდაშელის მიმართვა "FB-ტროლებს"

"რაც არ უნდა დაწეროთ, თქვენს უსექსობას ვერაფერს უშველის" - თინა ხიდაშელის მიმართვა "FB-ტროლებს"

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი "ფეისბუქის" პირად გვერდზე "ტროლებს" მიმართავს:

"ბევრი ვიფიქრე დამეწერა თუ არა. სხვა ფორმა არ ვიცი როგორ შეგეხმიანოთ, თქვენ არც სახელი გაქვთ, არც გვარი, არც სახე და ამიტომ აქედან გიპასუხებთ.

ეს პოსტი იმ ტროლებს ეძღვნება საკუთარი მამაკაცური შესაძლებლობების დამტკიცებას ფბ-ზე გინებით რომ ახდენენ;

ტროლებს, ორი ათეული წელია ხელგაშვერილები და პირდაღებული რომ სხედან და ელიან პირში ვინ რას ჩაუდებთ;

ტროლებს, დიდი მახათი რომ უჭირავთ, და ერთი დღე ხელი არ გაუნძრევიან არც საკუთარი სამშობლოს და არც ოჯახების დასაცავად;

ტროლებს, სხვისი წარმატებით რომ იბოღმებიან და სიბნელის მორევში იძირებიან.

ყოველი გინება, ყველა სიტყვა, რომელსაც ჩემს კედელზე წერთ მე არ მეკარება, ნუ ირჯებით, ნერვებზე მოქმედებს, იმიტომ რომ ჩემი შვილები ხშირად არიან აქ და შესაძლოა ნახონ, მე ვერ მავნებს. გინების ყოველი სიტყვა, ყოველი ბგერა მხოლოდ თქვენს ცვედანობას, არაკაცობას, უსუსურობას, უგუნურობას ადასტურებს.

ნუ დაიხრჩობით ბოღმისგან.

თქვენ ალბათ არც იცით ღირსება რას ნიშნავს და ისიც ვიცი ამ პოსტს აზრი არ აქვს, მაინც ისევე გააგრძელებთ, მაგრამ ფბ-ზე რაც არ უნდა დაწეროთ, ეს თქვენს სექსუალურ ფანტაზიებს, დაუკმაყოფილებლობას, უსექსობას და უსქესობას ვერაფერს უშველის.

კარგად ბრძანდებოდეთ და თქვენი პატრონები მომიკითხეთ".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს