ქართველი ინტერნეტმომხმარებლების მწვავე კომენტარები და ბოიკოტი Yandex Taxi-ის

ქართველი ინტერნეტმომხმარებლების მწვავე კომენტარები და ბოიკოტი Yandex Taxi-ის

თბილისში რუსული კომპანია Yandex Taxi-ის შემოსვლას საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა მოყვა. კომპანია, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მის რუკებზე აფხაზეთი და ე.წ. ოსეთი ცალკე დამოუკიდებელ სახელმწიფოებადაა დატანილი, თბილისელებს ახალ სერვისს სთავაზობს, თუმცა თბილისელები მისი მომსახურების ბოიკოტირებას აპირებენ.

აი, რას წერენ სოციალურ ქსელში Yandex Taxi-ის შემოსვლასთან დაკავშირებით:

დავით მესხიშვილი, ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე

ვაპროტესტებთ რუსული ტაქსო-კომპანიის ქართულ ბაზარზე შემოსვლას, შემდეგი მიზეზების გამო:

1. კომპანია აღიარებს აფხაზეთს და ოსეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს

2. საბჭოთა კავშირის დროს აგენტურული საქმიანობისთვის აქტიურად იყენებდნენ ტაქსის მძღოლებს, ვეჭვობ რუსებს რამე შეეცვალათ ამ მიმართულებით.

3. ასევე საეჭვოა რატომ შემოდის კომპანია მისთვის პატარა ბაზარზე, რომელიც ტაქსებით ზედმეტად არის გაჯერებული.

ამ კომპანიის შემოსვლა ვერ მოხდებოდა ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე. ამიტომ სამარცხვინოდ და ანტისახელმწიფოებრივად მიგვაჩნია სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ამ კომპანიის საქმიანობისთვის ნებართვის მიცემა.

რომან გოცირიძე, "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის წევრი

საქართველოში ტაქსი არის ერთ-ერთი ყველაზე იაფი მსოფლიოში. 1,2 ევროდ შეგიძლია იმგზავრო ქალაქის საშუალო დისტანციაზე. ეს თავისუფლებისა და კონკურენციის შედეგია. არ შევჩერდები ხარისხზე და ხარვეზებზე. დროთა განმავლობაში ესეც გამოსწორდება.

რა უნდა გვიშლიდეს ხელს, რომ ბოიკოტი გამოვუცხადოთ რუსული იანდექს ტაქსის ოპერატორს: არ ჩავჯდეთ მათ მანქანებში, არ ჩაერთოს მძღოლები ამ სისტემაში? არაფერი! საჭიროა გქონდეს ღირსების გრძნობა და ჩამოიშლება ეს კომპანია. მოდით, ამ საქმეში მაინც გავერთიანდეთ! ამას საერთაშორისო რეზონანსიც ექნება. იანდექსი მსოფლიო ბრენდია და მისი გაშავებით თავად პრობლემა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, კიდევ ერთხელ იქნება შეხსენებული საერთაშორისო საზოგადოებისათვის.

გვერდი - არა "Yandex ტაქსის": "იანდექსი არის რუსული კომპანია. მან საქართველოში ტაქსი სერვისი შემოიყვანა. მათ ჯი-პი-ეს რუკებზე საქართველოს შემადგენლობაში არ არის აფხაზეთი და სამაჩაბლო. ნუ ჩაუჯდებით რუსულ ტაქსის"

საინტერესო იდეა აქვს კიდევ ერთ ინტერნეტმომხმარებელს ლუკა გვაზავას: "ვიძახებთ ტაქსი იანდექსს 2) მოდიან მისამართზე 3) ვაუქმებთ შეკვეთას 4) ეხარჯებათ ბენზინი მიდიან ზარალში"

"ეს ტაქსი 8 ოქტომბრიდან გაუქმდება! ნუ გამოიძახებ, ნუ გაბანძდები! ნუ ჩადგები კოლაბორაციონისტების უსასრულო რიგში, მოუხმე თავმოყვარეობას!"; "გამოვიძახოთ და გადავაგდოთ"; "ა რ შ ე უ კ ვ ე თ ო! უამრავი ტაქსის სამსახურია თბილისში, რუსულებს რომ არ ვუგოროთ კოჭი", - წერენ განრისხებული ინტერნეტმომხმარებლები.

"მუხლებზე მდგომნი იძახდნენ, "ღმერთო, გადაარჩინე ჩემი ძმა..რაც შევძელი შემზარავი კივილი  იყო" - რას წერს ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ყოფილი რძალი

"შიმშილობას რაც შეეხება, ისეთივე აბსურდული და დადგმული მგონია, როგორებიც თქვენ ხართ” - რას წერს გიორგი შაქარაშვილის და?

"ვერ უძლებენ ასაკოვანი დედები აქაურ ურთულეს სამუშაოს... კეთილი ინებეთ, ახალგაზრდებო და თქვენ წამოდით" -  რას წერს რომში მოღვაწე არქიმანდრიტი