"ღმერთმა ისე გაგახაროთ, როგორც მე ვარ გახარებული" - უახლესი ინფორმაცია გია მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

"ღმერთმა ისე გაგახაროთ, როგორც მე ვარ გახარებული" - უახლესი ინფორმაცია გია მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

გია მაისაშვილი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში უახლეს ინფორმაციას ავრცელებს:

"ჩემო მეგობრებო - მინდა მოკლედ გაგიზიაროთ ჩემი მდგომარეობა. დაახლოებით ერთი თვის წინ, ჰიუსტონში ჩამოსვლიდან სულ რამოდენიმე დღეში, სიმსივნემ გამოიწვია ტვინის ძლიერი შეშუპება რამაც სავაადმყოფოში აღმომაჩინა ერთი კვირა. სიტუაცია საკმაოდ მძიმედ გამოიყურებოდა და MDAnderson-ის ექიმებმა სასწრაფოდ გადამიყვანეს სულ ახალი მკურნალობის კურსზე. ერთი თვის თავზე, გუშინ 30 აგვისტოს, გადავიღეთ ტომოგრაფია. შედეგი ძალიან პოზიტიურია ორი მიმართულებით: ერთი, რომ შეშუპება, რამაც საავადმყოფოში აღმომაჩინა გონება დაკარგული, თითქმის მთლად ჩამცხრალია და მეორე, თავად სიმსივნეც,ზომაში შემცირებულია. ასე რომ, ამ ეტაპზე ახალი მკურნალობა მუშაობს! და იმედით აღსავსე ვარ, რომ შემდეგი სურათი კიდევ უფრო დიდ პროგრესს გვანახებს. ეს სიმსივნე ბოლომდე უნდა გავაქროთ! არ შემეძლო, რომ ასეთი სასიხარულო ამბავი თქვენთვის არ გამეზიარებინა. თუმცა ნაადრევი ზეიმი უადგილოა ჯერ ჯერობით რადგან სიტუაცია შეიძლება ყოველთვის შეიცვალოს (როგორც სიმსივნემ ხშირად იცის შეგუება და სივერაგე, მაგრამ როგორც ჩანს ერთი დიდი ბრძოლა მოვიგეთ, თუმც დავითის ომი გოლიათის წინააღმდეგ კვლავ გრძელდება. თქვენი წილი ამ ომში უზომოდ დიდია, ჩემო საყვარელო ადამიანებო, მჯერა, რომ წინ დიდი ერთობლივი გამარჯვებები გველის. თუ რაში ამაზე შემდგომ მოგიყვებით. ახლა კი ღმერთმა ისე გაგახაროთ, როგორც მე ვარ გახარებული - მრავალჟამიერ ჩვენი და ჩვენი შვილების სიცოცხლე!!!".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს