"ვიზეც გაგიგიათ, რომ დაპირისპირება ჰქონდა ჯოხაძეებთან, ყველას იარაღი და ნარკოტიკი ჩაუდეთ..." - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი 3 ახალგაზრდის დაკავებაზე

"ვიზეც გაგიგიათ, რომ დაპირისპირება ჰქონდა ჯოხაძეებთან, ყველას იარაღი და ნარკოტიკი ჩაუდეთ..." - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი 3 ახალგაზრდის დაკავებაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციების შესახებ ავრცელებს განცხადებას, რომლის დროსაც სამი პირია დაკავებული.

3 და 4 სექტემბერს თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციებს და სამი პირის - 26 წლის გიორგი ყანჩაველის, 27 წლის ნოდარ ნიშნიანიძის და 30 წლის გიორგი ფეიქრიშვილის დაკავებას ეხმაურება ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი:

"შინაგან საქმეთა სამინისტრო, ცუდია იარაღის ჩადებებით, რომ დააკავებები დაიწყეთ. ვიზეც გაგიგიათ, რომ ოდნავ დაპირისპირება ჰქონდა ჯოხაძეებთან, მათ შორის ბავშვობაში ყველას იარაღი და ნარკოტიკი ჩაუდეთ და ციხეში შეყარეთ და გგონიათ ესაა გამოსავალი. ცდებით. ეს მოსალოდნელ საფრთხეს ვერ აგარიდებთ და ციხეში მათი უსაფრთხოების დაცვა ახლა თქვენზეა. თან, ეს ყველაფერი გაუგებარია იმის ფონზე, რომ მკვლელობაში ექვმიტანილი დაკავებულია. ბრალს აღიარებს სავარაუდოდ და უფრო ვერ გავიგე ამდენი ხალხის "ჩარევა" ამ ამბავში რათ გინდოდათ. ან, რას უშვებდით ამ ხალხს წინასაარჩევნოდ გარეთ, ან რას შეაბრუნეთ.

ჩამოყალიბდით ბოლოს და ბოლოს, მეგობრობთ მათთან თუ არა?! თუ ვიღაცასთან მეგობრობთ და ვიღაცასთან არა?! ეს ქალაქი ძალიან პატარაა. "რაღაცეები" არც ადრე იმალებოდა და არც ახლა იმალება. შსს-დან კი ყოველთვის, განსაკუთრებული სიზუსტით ჟონავდა და ჟონავს "დამალული" ამბები. პ.ს. ჯოხაძის მკვლელობა იყო ერთ-ერთი ძალიან ცუდი ამბავი, რომელიც ბოლო პერიოდში გამიგია. ვიცნობდი, პატივს ვცემდი და შესაბამისად მთელი გულით ვიზიარებ მისი ოჯახის მწუხარებას" - წერს ჟორჟოლიანი ფეისბუქის პირად გვერდზე.

ასევე წაიკითხეთ: ვინ არიან თბილისში დაკავებული სამი ახალგაზრდა და რა კრიმინალურ საქმეებში ფიგურირებს მათი სახელები

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს