"დღეიდან უკვე მეც გულშემატკივრის რიგში გადავინაცვლებ" - ზურა ხიზანიშვილი ფეხბურთიდან მიდის

"დღეიდან უკვე მეც გულშემატკივრის რიგში გადავინაცვლებ" - ზურა ხიზანიშვილი ფეხბურთიდან მიდის

ფეხბურთელი ზურა ხიზანიშვილი აქტიური სპორტიდან წავიდა. "ქაისერისფორის" 33 წლის მცველმა  სანაკრებო კარიერა ერთი თვის წინ დაასრულა. ხიზანიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოსამშვიდობებელ პოსტს აქვეყნებს:

"16 წელი იმ საქმეს ვემსახურე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და რომელშიც ყველაფერი ჩავდე. ამ პერიოდში არაერთ სახელოვან გუნდში მომიწია თამაში, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საპატივცემულო საქართველოს ნაკრებში თამაში იყო. 93-ჯერ მოვირგე ეროვნული მაისური და ყოველთვის განსაკუთრებული განცდა მეუფლებოდა. იყო წარმატებებიც და წარუმატებლობაც, მაგრამ ყველაზე საპასუხისმგებლო და საამაყოა, როდესაც შენ ქვეყანას წარმოადგენ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს მეგობარს, თანაგუნდელს, რომლებთან ერთადაც მომიწია მრავალი წლის გატარება და გამარჯვებისთვის ბრძოლა, მაგრამ ყველაზე დიდი და განსაკუთრებული მადლობა ჩვენს გულშემატკივარს, რომელთა თანადგომას და სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობდი და ეს მაძლიერებდა. დღეიდან უკვე მეც გულშემატკივრის რიგში გადავინაცვლებ და იმედი მაქვს, რომ ყველა ერთად გავხდებით მოწმე ქართული ფეხბურთის იმ დიდი წარმატებისა და გამარჯვებისა, რომელსაც ყველა ასე ველოდებით!", - წერს ფეხბურთელი.

ხიზანიშვილმა სანაკრებო კარიერა 1999 წლიდან დაიწყო და მას შემდეგ ეროვნული გუნდის მაისურით სულ 91 შეხვედრა ჩაატარა.

კარიერის განმავლობაში ქართველ ფეხბურთელს უთამაშია თბილისის "დინამოში", "რეინჯერსში", "ბლექბერნში", "ნიუკასლსა" და "რედინგში".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს