"ამ სამშობლოს მოღალატის შემდეგი ნაბიჯი ალბათ ქართველი გოგო-ბიჭების ტყვედ გაყიდვა იქნება!" - რაში ადანაშაულებს გამსახურდია კალაძეს

"ამ სამშობლოს მოღალატის შემდეგი ნაბიჯი ალბათ ქართველი გოგო-ბიჭების ტყვედ გაყიდვა იქნება!" - რაში ადანაშაულებს გამსახურდია კალაძეს

ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში ირანში საქართველოს წყლების მასშტაბური ექსპორტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმურება და ენერგეტიკის მინისტრს აკრიტიკებს:

"ჩვენი ინერტული საზოგადოების სმენის მიღმა დარჩა, რომ კახა კალაძე დასავლეთ საქართველოს მდინარეების ირანში ორმეტრიანი დიამეტრის მილსადენით გადატუმბვას გეგმავს. ამ სამშობლოს მოღალატის შემდეგი ნაბიჯი ალბათ ქართველი გოგო-ბიჭების ტყვედ გაყიდვა იქნება!

მაშინ როდესაც გლობალური დათბობა მიმდინარეობს, მცირდება წყლის რესურსები და მატულობს მზის ენერგია კვადრატულ მეტრზე, ეს ტიპი აჩანაგებს საქართველოს მდინარეების პოტენციალს ჰესების მშენებლობითა და ახლა უკვე ღიად წყლის რესურსების გასხვისებით! ნაცვლად იმისა, რომ გაუფრთხილდეთ წყალს, როდესაც აღმოსავლეთ საქართველოში დეფიციტი წლიდან წლამდე მატულობს და პირიქით, მეტად გამოვიყენოთ მზის მომატებული ენერგია, ეს საპირისპიროს აკეთებს და ხელისუფლებისგან მწვანე შუქი აქვს ანთებული.

საქართველოს მთავრობა ტრადიციულად არ საუბრობს ან გვერდს უვლის ამ თემას, თუმცა ირანის ელჩი უკვე ღიად ლაპარაკობს ამაზე! დროზე უნდა გავაქტიურდეთ, ხალხო, ერთი მუჭა მოღალატეების გამდიდრებისთვის ჩვენი ადგილი ამ ქვეყანაში მალე აღარ იქნება.

პ.ს. გთხოვთ, გააზიარეთ, აქ დროზეა პროტესტი დასაწყები!", - წერს გამსახურდია.

გავრცელებული ინფორმაციით, ირანული მხარე საქართველოს მდინარეების წყლის ირანში გადატუმბვის შესაძლებლობას განიხილავს. ასევე არსებობს გეგმა, რომელიც საქართველოდან ირანში არტეზიული წყლების გადატანას ითვალისწინებს. როგორც "კომერსანტს" "საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ განუცხადა, საქართველოს ამ დროისთვის არ გააჩნია რესურსები იმისთვის, რომ მსგავსი პროექტი განხორციელდეს. მისი თქმით, ეს თემა მარტივად განსახორციელებელი არ არის, რადგან რომელიმე მდინარის "გადაგდება" შესაძლოა ეკოლოგიური კატასტროფის ტოლფასიც შეიძლება გახდეს.

როგორც "კომერსანტი" წერს, ირანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, აბას თალებ იფარის კი უკვე საუბრობს იმაზე, რომ შემუშვებელია პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. პროექტი ითვალისწინებს მიწისქვეშა წყლის არხებისა და ბაზალტის მილსადენის მშენებლობას.

"ურმიის ტბის რეაბილიტაციას მთლიანად 28 მილიარდი კუბური მეტრი წყალი სჭირდება. ირანი მზადაა, რა რაოდენობის წყალსაც მიაწვდის საქართველო, ყველაფერი შეისყიდოს. საქართველოს სამეზობლოში ირანის გარდა წყალი არავის სჭირდება. რაც შეეხება პროექტის ღირებულებას, ის, დაახლოებით 1,5 მილიარდი დოლარი დაჯდება. საუბარია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე 280 კმ-იანი მონაკვეთზე ორმეტრიანი დიამეტრის მილსადენის გაყვანაზე. ირანში მზად არიან, მისი ფინანსური მხარდაჭერა განახორციელონ. თავიდან, როცა წყლის იმპორტზე დავიწყეთ საუბარი, საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორშიც უცნაურად ეჩვენებოდათ, დღეს, როგორც ვიცი, ამ თემაზე მუშაობა მიმდინარეობს. წყლის ექსპორტის საკითხი განიხილეს ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის ვიზიტის დროს თეირანშიც", - აცხადებდა აბას თალებ იფარი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს